Baby Bag

რამდენი ათასი მასწავლებელია დღეს სკოლაში და როგორი იყო სტატისტიკა წლების მიხედვით

რამდენი ათასი მასწავლებელია დღეს სკოლაში და როგორი იყო სტატისტიკა წლების მიხედვით

სტატისტიკის ეროვნული სააგენტო 2011 წლიდან დღემდე საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში პედაგოგთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, სკოლებში პედაგოგთა მაქსიმალური რაოდენობა ფიქსირდება 2011-2012 სასწავლო წლებში, მინიმალური კი 2013-2014 წლებში.

კერძოდ, 2011-2012 სასწავლო წელს საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში 70 ათასი მასწავლებელი ასწავლიდა.

მომდევნო სასწავლო წელს (2012-2013) მასწავლებელთა რაოდენობა შემცირდა და 68.7 ათასი გახდა.

კლების ტენდენცია შენარჩუნდა 2013-2014 წელსაც და საჯარო და კერძო სკოლებში მასწავლებელთა რაოდენობამ 67.2 ათასი შეადგინა. 

რაც შეეხება 2014-2015 სასწავლო წელს, ფიქსირდება მატების ტენდენცია და მასწავლებლების რაოდენობა 67.2 ათასიდან 67,4 ათასამდე იზრდება. 

შემდეგ სასწავლო წელს (2015-2016) პედაგოგთა რაოდენობა 66.4 ათასამდე მცირდება, 2016-2017 სასწავლო წელსაც კლების ტენდენცია გრძელდება და 65 ათასი ხდება. 

2017-2018 სასწავლო წელს მასწავლებლების რაოდენობა იზრდება - 67 ათასს უტოლდება და ეს მაჩვენებელი ნარჩუნდება 2018-2019 სასწავლო წელსაც.