Baby Bag

იქნება თუ არა მაძიებლის საქმიანობა ანაზღაურებადი

იქნება თუ არა მაძიებლის საქმიანობა ანაზღაურებადი

იქნება თუ არა მაძიებლის საქმიანობა ანაზღაურებადი? - აღნიშნულ კითხვას მაძიებელთა პროგრამის მენეჯერმა ნინო ბერიკაშვილმა ​„ახალ  განათლებასთან“ ინტერვიუში უპასუხა. 

მისი თქმით, მაძიებლის საქმიანობა იქნება ანაზღაურებადი:

„რა თქმა უნდა, მაძიებლის საქმიანობა იქნება ანაზღაურებადი. მისი ხელფასი გათანაბრებულია პრაქტიკოსი მასწავლებლის ხელფასთან და მას ვერ ექნება ის დანამატები, რომლითაც უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებლები სარგებლობენ.“

ნინო ბერიკაშვილის განმარტებით, მაძიებელსა და სტატუსის მქონე მასწავლებლებს კონკურსში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა აქვთ:

„არასწორია ინფორმაცია – თუ სკოლის ვაკანსიას გამოეხმაურება უფროსი ან წამყვანი მასწავლებელი ის მაძიებელს აღარ დაიბარებს გასაუბრებაზე. დარწმუნებით მინდა გითხრათ, თუ რეგისტრაციის დროს მაძიებლის მიერ შევსებული პროფილი სრულლყოფილია, ატვირთულია მოთხოვნილი დოკუმენტაცია, მას თანაბარი შანსი ექნება მის სტატუსიან პრეტენდენტებთან. გადაწყვეტილების მიღება კი კონკურსის მეორე ეტაპზე, გასაუბრებაზე მოხდება.“

იხილეთ ასევე:

მასწავლებლობის მსურველთათვის მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ამოქმედდა

სკოლებში ვაკანტური ადგილებია - ნახეთ თქვენთვის სასურველი


შეიძლება დაინტერესდეთ

სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია

4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით, 4 ოქტომრბიდან განახლდება სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში. ასევე მუშაობას განაახლებენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და საბავშვო გასართობი ცენტრები“, - დასძინა გიორგი ღიბრაძემ.

ამასთან, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ სწავლა ონლაინ გააგრძელონ.

წაიკითხეთ სრულად