Baby Bag

სახელმწიფოს პენსიონერი მასწავლებლებისთვის ერთჯერადი ჯილდოს გაცემა 95 მილიონი ლარი უჯდება

სახელმწიფოს პენსიონერი მასწავლებლებისთვის ერთჯერადი ჯილდოს გაცემა 95 მილიონი ლარი უჯდება
სახელმწიფოს პენსიონერი მასწავლებლებისთვის ერთჯერადი ჯილდოს გაცემა 95 მილიონი ლარი უჯდება. შესაბამისი ცვლილება 2019 წლის ბიუჯეტში შედის. 

ცვლილებების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სკოლამდელი და ზოგადი განათლების პროგრამით გათვალისწინებული ასიგნება იზრდება 95.0 მლნ ლარით და შეადგენს 845.5 მლნ ლარს.

„ზრდა გამოწვეულია განათლების რეფორმის ფარგლებში საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის კომპენსაციის სახით ერთჯერადი ჯილდოს გაცემით. 6500-მდე საპენსიო ასაკის პრაქტიკოსმა პედაგოგმა უკვე გააკეთა განაცხადი სისტემის დატოვების თაობაზე და შესაბამისად თითოეული მათგანი მიიღებს ჯილდოს მათი 2 წლის საშუალო შრომის ანაზღაურების ოდენობით,“ - წერია განმარტებით ბარათში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 131.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 639.5 მლნ ლარით, მათ შორის.

როგორც განმარტებით ბარათში წერია, განათლების რეფორმის ფარგლებში ასევე გაგრძელდება ეტაპობრივად პედაგოგთა შრომის ანაზღაურების ზრდა და უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგები მიიღებენ 150 ლარით გაზრდილ დანამატს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა სტატუსის ამაღლების უფლების მოპოვების მსურველთა რაოდენობა და შემდეგ საფეხურზე გადავიდა 10 ათასამდე მასწავლებელი (ნაცვლად პროგნოზირებული 6500 მასწავლებლისა) და შესაბამისად ეს პედაგოგებიც მიიღებენ (გაზრდილ) დანამატს.

შეიძლება დაინტერესდეთ

​ქართული ენისა (I-VI) და ბუნებისმეტყველების (I-VI) ტრენინგებზე, რომლებიც გამოცდაზე 10 კრედიტს მოგაპოვებინებთ, რეგისტრაცია დაიწყო

​ქართული ენისა (I-VI) და ბუნებისმეტყველების (I-VI) ტრენინგებზე, რომლებიც გამოცდაზე 10 კრედიტს მოგაპოვებინებთ, რეგისტრაცია დაიწყო
მასწავლებლებს, რომლებიც გამოცდაზე შემოდგომაზე გადიან, შესაძლებლობა ეძლევათ საგამოცდო საკითხებზე ტრენინგები მასწავლებლის სახლის ტრენერებთან გაიარონ. 

გამოცდის უმღლეს დონეზე ჩაბარება დღეს უკვე პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი იწყებს საყოველთაო ტრენინგებს, რომლებსაც მასწავლებლის სახლის ტრენერები ატარებენ. სწორედ ისინი ასწორებენ პედაგოგთა საკვალიფიკაციო გამოცდებს. ტრენინგებზე შეგასწავლიან, როგორ უნდა დაწეროთ გამოცდა, რომ უმაღლესი შეფასება დაიმსახუროთ.

ტრენინგი პასუხობს უმაღლეს სტანდარტებს. პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში გადამზადებულ პედაგოგთა 90%-ზე მეტმა გამოცდაზე უმაღლესი შეფასება - 10 კრედიტი დააფიქსირა! აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მათი რაოდენობა 95%-მდე გაიზარდა. ტრენინგ-ცენტრი ლიდერობას არავის უთმობს, ცენტრს ყველაზე მეტი წარმატებული, 10 კრედიტიანი აპლიკანტი ჰყავს:

,,​ტრენინგები ძალიან გვეხმარება გამოცდის სწორად აღქმასა და დაწერაში, რადგან ეს გამოცდა მხოლოდ საგნის ცოდნას არ მოითხოვს, ის დამატებით უნარებსაც ამოწმებს. აქედან გამომდინარე ცენტრში ისწავლება, არა მხოლოდ საგნები, არამედ, გამოცდის დაწერის მეთოდიკა,“ - აცხადებენ ცენტრის წარჩინებული აპლიკანტები.

კურსის დასაწყისში მოგეწოდებათ ელექტრონული კრებული და ტესტური დავალებები.

რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ მიმართულებებზე:

  • ქართული ენა (I-VI) ონლაინ
ხანგრძლივობა 24 საათი (1,5 თვე), მეცადინეობა ტარდება კვირაში 2-ჯერ, თითო მეცადინეობა 2 საათიანია, სრული კურსის ღირებულებაა 150 ლარი

  • ბუნებისმეტყველება (I-VI) ონლაინ
ხანგრძლივობა 24 საათი (1,5 თვე), მეცადინეობა ტარდება კვირაში 2-ჯერ, თითო მეცადინეობა 2 საათიანია, სრული კურსის ღირებულებაა 150 ლარი


  • ​აკადემიური უნარები: (ანალიტიკური წერა, ტექსტის გააზრება)
კურსის ხანგრძლივობაა 18 საათი (1 თვე), მეცადინეობები ტარდება კვირაში 2-ჯერ, თითო მეცადინეობის ხანგრძლივობაა 2 საათი - სრული კურსის ღირებულებაა დასწრებით - 150 ლარი, ონლაინ - 120 ლარი.
რეგისტრაცია მიმდინარეობს 5 ოქტომბრის ჩათვლით. ტრენინგები დაიწყება 8 ოქტომბრიდან.
რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ​ბმულს.


​დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ
პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის ფეისბუქგვერდს (​ჯგუფს) - ან დარეკეთ ნომერზე 592 47 72 77.

R.

წაიკითხეთ სრულად