Baby Bag

მასწავლებლის სახლი პედაგოგებისთვის ტრენინგებს აცხადებს

მასწავლებლის სახლი პედაგოგებისთვის ტრენინგებს აცხადებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგიური კვალიფიკაციის ამაღლებისა და მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გასვლის მსურველთათვის ფასიან ტრენინგებზე რეგისტრაციას აცხადებს.

ფასიანი ტრენინგები განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურვილი აქვს აიმაღლოს პედაგოგიური კვალიფიკაცია და ჩააბაროს მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდა.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების საგამოცდო ტესტის სტრუქტურას; ტესტურ დავალებებზე მუშაობის გზით დაადგენენ საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისათვის მზადების პროცესი, დახვეწენ ტესტის შევსების ტექნიკას, შეძლებენ საგნობრივი ცოდნის მობილიზებას.

ტრენინგი არ ანიჭებს კრედიტქულას!

ტრენინგის ხანგრძლივობა 16 საკონტაქტო საათი;

ტრენინგის ღირებულება 160 ლარი;

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს:

http://tr.tpdc.ge/direction/34/35…

საბანკო რეკვიზიტები:

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

საიდენტიფიკაციო ნომერი:ს/ნ 202374251

ბანკის დასახელება:სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი:TRESGE22

სახაზინო კოდი:302007702

შენიშვნა 1: დანიშნულებაში ვწერთ /სახელი; გვარი; პირადი ნომერი - სწავლის საფასური/
შენიშვნა 2: დამატებით ინფორმაციის ველში აუცილებლად უნდა მიეთითოს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

ტრენინგზე უნდა წარმოადგინოთ ტრენინგის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

შეიძლება დაინტერესდეთ

რაზე გაამახვილა ყურადღება განათლების მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე?

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების სფეროსთან დაკავშირებით მიღებული ახალი გადაწყვეტილებები საზოგადოებას გააცნო. მისი თქმით, საქართველოს დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება:

„უწყებათაშორისმა საბჭომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები: როგორც უკვე მოგეხსენებათ, მთელი ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებს შეჩერებული აქვთ მუშაობა, ეს ეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო საბავშვო ბაღებს - ეს ნარჩუნდება. რაც შეეხება სკოლებს, დიდ ქალაქებში რომლებზეც პრემიერმა მოგახსენათ, სკოლები უკვე გადასულნი არიან დისტანციურ რეჟიმზე, ესეც ნარჩუნდება,'' - დასძინა ჩხენკელმა. 

ვრცლად იხილეთ ვიდეოში ☝️

წაიკითხეთ სრულად