მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი დამწყები პედაგოგების პროფესიული განვითარების მხარდაჭერის მიზნით იწყებს ვებინარების ციკლს, რომელთა თემატიკა დაკავშირებული იქნება როგორც საგნობრივ, ასევე ზოგადპროფესიულ საკითხებთან.
მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, 16:00საათზე გიწვევთ ვებინარზე: „განმავითარებელი შეფასება“. ვებინარს ჩაატარებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის შეფასების ექსპერტი, მარიანა ხუნძაყიშვილი. ხანგრძლივობა - 1 საათი.
ვებინარში მონაწილეობის მისაღებად,საკმარისია გქონდეთ ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი და ყურსასმენები. ვებინარის მიმდინარეობისას თქვენ შესაძლებლობა გექნებათ გამოგზავნოთ კითხვები და/ან ჩაერთოთ დისკუსიაში.
16 ოქტომბერს ვებინარის დაწყებამდე 10-15 წუთით ადრე უნდა გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე და შეუერთდეთ ჯგუფს. იხილეთ ინსტრუქცია.