გთავაზობთ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი ტესტის ქულებს სქემით გათვალისწინებული პროცენტების მიხედვით.
როგორც ცნობილია, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი ტესტის მაქსიმალური ქულის პროცენტული დაანგარიშება შეიცვალა მხოლოდ პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის. კერძოდ, მათთვის გამოცდაზე 1, 4, 7 და 10 კრედიტის მისაღებად გადასალახი ბარიერი დაწეულია.
თუ აქამდე 1 კრედიტის მოსაპოვებლად საჭირო იყო ქულათა 31%-დან 41%-მდე მიღება, ახლა საჭიროა ქულათა 30-დან 40%-მდე მიღება;
4 კრედიტის მოსაპოვებლად საჭირო იყო ქულათა 41%-დან 51%-მდე მიღება, ახლა საჭიროა ქულათა 40%-დან 50%-მდე მიღება;
7 კრედიტის მოსაპოვებლად საჭირო იყო ქულათა 51%-დან 61%-მდე მიღება, ახლა - ქულათა 50%-დან 60%-მდე მიღება;
10 კრედიტის მოსაპოვებლად საჭირო იყო ქულათა 61%-დან და მეტის მიღება, ახლა კი 10 კრედიტის მოსაპოვებლად საჭიროა ქულათა 60%-დან ზევით მიღება.