საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 30 სექტემბერის ბრძანება №205/ნ შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი წარმატებით ვერ გაივლის გარე დაკვირვებას, მეორე და ყოველი შემდგომი რეგისტრაციის საფასური გარე დაკვირვებაზე შეადგენს 50 ლარს. აღნიშნული თანხა გადახდილი უნდა იქნეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი ქვითარი მასწავლებელმა უნდა ატვირთოს eschool-ის ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაცის დროს.