Baby Bag

მასწავლებლის სახლში 7 დღიანი ტრენინგი ჩატარდა

მასწავლებლის სახლში 7 დღიანი ტრენინგი ჩატარდა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლების ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგად სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის 19 კონსულტანტ-მასწავლებელი შეირჩა.

პროგრამის ახალ მონაწილეებს მასწავლებლის სახლში 7 დღიანი მოსამზადებელი საორიენტაციო ტრენინგები შემდეგი მიმართულებით ჩაუტარდათ:

• თანამედროვე მიდგომები სწავლებაში
• მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო - სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები

ტრენინგების დასრულებისთანავე პროგრამის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში შესაბამის ვაკანტურ ადგილებზე განაწილდნენ (სამეგრელო/ზემო სვანეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, რაჭა, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი).

პროგრამის მიზანია საქართველოს მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და ხარისხიანი განათლების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ასევე, ადგილობრივი მასწავლებლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და თანამშრომლობითი კულტურის განვითარება.

შეიძლება დაინტერესდეთ

გამოცდის წერის ხრიკების ტრენინგზე რეგისტაცია 25 ივნისს 23:00 საათზე სრულდება

გამოცდის წერის ხრიკების ტრენინგზე რეგისტაცია 25 ივნისს 23:00 საათზე სრულდება

პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი მასწავლებლებს საკონსულტაციო ტრენინგებს სთავაზობს. 

როგორც ცენტრში აღნიშნავენ, საკონსულტაციო ტრენინგის ფარგლებში ტრენერი განიხილავს იმ ,,ხრიკებს", რომლებიც მასწავებლებს გამოცდის წარმატებით დაწერაში დაეხმარებათ:

,,გამოცდაში შესული სავარჯიშოების უმრავლესობა ამ ,,ხრიკების" მეშვეობით მარტივად იხსნება, ეს მეთოდები არ საჭიროებენ საგნის მაღალ დონეზე ცოდნას,'' - დასძინა ტრენერმა სოფო ბიბილაშვილმა. 

საკონსულტაციო ტრენინგების ხანგრძლივობაა 3 დღე - თითო სემინარი 2,5 საათი.

სემინარები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში.

ტრენინგზე რეგისტრაცია სრულდება 25 ივნისს 23:00 საათზე.

სესიები დაიწყება 28 ივნისს.

კონსულტაციის მსველელობისას პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი მოგაწოდებთ სრულ სამეცადინო მასალას.

ტრენინგი განკუთვნილია დაწყებითი კომბინირებული (I-IV) საფეხურისთვის, ასევე I-VI კლასის ქართულის მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგებისთვის, 

სრული კურსის ღირებულებაა 100 ლარი. 

რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე - https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSda3mW-Ss...


R.

წაიკითხეთ სრულად