Baby Bag

როდის გამოქვეყნდება პროფესიული უნარების გამოცდის შედეგები

როდის გამოქვეყნდება პროფესიული უნარების გამოცდის შედეგები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროფესიული უნარების გამოცდის შედეგები მომავალი კვირის განმავლობაში გამოქვეყნდება. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ნაშრომების გასწორების პროცესი მიმდინარეობს.

რაც შეეხება სააპელაციო განაცხადების მიღებას, როგორც ცენტრში აცხადებენ, შედეგების გამოქვეყნების დასრულების შემდეგ დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის 26 600-ზე მეტი აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, მათგან - 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი.


შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ უნდა დაიწეროს სამოდელო გაკვეთილის გეგმა და რეფლექსია - იხილეთ ნიმუში

როგორ უნდა დაიწეროს სამოდელო გაკვეთილის გეგმა და რეფლექსია - იხილეთ ნიმუში

​გთავაზობთ თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებლის მარინა ბერიძის სამოდელო გაკვეთილის გეგმასა და რეფლექსიას.

გაკვეთილი ჩატარდა მე-7 კლასში. გაკვეთილის თემა იყო ვაჟა-ფშაველას მოთხრობა „კლდემ მხოლოდ ერთხელ თქვა“.

სამოდელო გაკვეთილის გეგმა და რეფლექსია იხილეთ ​ბმულზე.

წაიკითხეთ სრულად