Baby Bag

როდის გამოქვეყნდება პროფესიული უნარების გამოცდის შედეგები

როდის გამოქვეყნდება პროფესიული უნარების გამოცდის შედეგები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროფესიული უნარების გამოცდის შედეგები მომავალი კვირის განმავლობაში გამოქვეყნდება. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ნაშრომების გასწორების პროცესი მიმდინარეობს.

რაც შეეხება სააპელაციო განაცხადების მიღებას, როგორც ცენტრში აცხადებენ, შედეგების გამოქვეყნების დასრულების შემდეგ დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის 26 600-ზე მეტი აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, მათგან - 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი.


შეიძლება დაინტერესდეთ

გაკვეთილის გეგმებისა და რეფლექსიის ნიმუშები

გაკვეთილის გეგმებისა და რეფლექსიის ნიმუშები

​გთავაზობთ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ციცინო გობაძის  გაკვეთილის გეგმებისა და რეფლექსიის ნიმუშებს. 

ნიმუშები იხილეთ ბმულზე -  ​გაკვეთილის გეგმებისა და რეფლექსიის ნიმუშები.

წაიკითხეთ სრულად