Baby Bag

როდის გამოქვეყნდება პროფესიული უნარების გამოცდის შედეგები

როდის გამოქვეყნდება პროფესიული უნარების გამოცდის შედეგები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროფესიული უნარების გამოცდის შედეგები მომავალი კვირის განმავლობაში გამოქვეყნდება. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ნაშრომების გასწორების პროცესი მიმდინარეობს.

რაც შეეხება სააპელაციო განაცხადების მიღებას, როგორც ცენტრში აცხადებენ, შედეგების გამოქვეყნების დასრულების შემდეგ დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის 26 600-ზე მეტი აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, მათგან - 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი.


შეიძლება დაინტერესდეთ

მორიგი საინტერესო სიახლე განათლების სამინისტროსგან

მორიგი საინტერესო სიახლე განათლების სამინისტროსგან

განათლებისა სამინისტრო მშობლებს, მასწავლებლებს და სპეციალურ მასწავლებლებს მოსწავლეებისთვის მარტივ, საინტერესო და განმავითარებელი აქტივობებს სთავაზობს. 

აღნიშნული ​აქტივობები მშობლებს, მასწავლებლებს და სპეციალურ მასწავლებლებს სახლის პირობებში მოსწავლის სხვადასხვა უნარების განვითარების ხელშეწყობაში დაეხმარება. 

იხილეთ დოკუმენტი ​​​აქ.

წაიკითხეთ სრულად