Baby Bag

მასწავლებლის სახლში ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა

მასწავლებლის სახლში ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა

2 დეკემბერს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში წლის შემაჯამებელი, ორდღიანი კონფერენცია „eTwinning დემოკრატიისთვის“ გაიხსნა.

ღონისძიება ევროკავშირის პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია, ხაზი გაუსვას აქტიური მოქალაქის უპირატესობებს. ასევე, აჩვენოს, რომ მასწავლებლებს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ მდგრადი დემოკრატიის განვითარებაში.

სწორედ ამ შინაარსს ეხება კონფერენცია, რომელშიც 100-ზე მეტი პედაგოგი, 30 სკოლის მოსწავლე და განათლების ექსპერტები მონაწილეობენ.

საპატიო სტუმრის სტატუსით, ძირითად მომხსენებლად მოწვეულია ევროპის საბჭოს ექსპერტი, ციურიხის მასწავლებელთა განათლების უნივერსიტეტის პროფესორი, საპატიო დოქტორი, საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელი როლფ გოლობი, რომელიც მონაწილეებს დემოკრატიის განვითარების კუთხით სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში არსებულ გამოწვევებს აცნობს.

პროგრამა eTwinning საქართველოში აერთიანებს 1200-მდე მასწავლებელს 600 სკოლიდან. ისინი პროექტებს უცხოელ კოლეგებთან ერთად გეგმავენ და ახორციელებენ.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებაზე გამოყენებული ტესტები - ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, უცხოური ენები, ქართული, როგორც მეორე ენა, ბიოლოგია

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებაზე გამოყენებული ტესტები - ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, უცხოური ენები, ქართული, როგორც მეორე ენა, ბიოლოგია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებაზე გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს (ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; უცხოური ენები; ქართული, როგორც მეორე ენა; ბიოლოგია).








ცენტრის ცნობით, ტესტების პასუხები და შეფასების სქემები შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება. 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები 21 ივლისს დასრულდა. ცნობისთვის, წელს მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად აპლიკანტთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დარეგისტრირდა. 31500-მდე დარეგისტრირებულიდან 20 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელია, 10 000 კი - მასწავლებლობის მსურველი.
წაიკითხეთ სრულად