Baby Bag

მასწავლებლის სახლში ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა

მასწავლებლის სახლში ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა

2 დეკემბერს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში წლის შემაჯამებელი, ორდღიანი კონფერენცია „eTwinning დემოკრატიისთვის“ გაიხსნა.

ღონისძიება ევროკავშირის პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია, ხაზი გაუსვას აქტიური მოქალაქის უპირატესობებს. ასევე, აჩვენოს, რომ მასწავლებლებს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ მდგრადი დემოკრატიის განვითარებაში.

სწორედ ამ შინაარსს ეხება კონფერენცია, რომელშიც 100-ზე მეტი პედაგოგი, 30 სკოლის მოსწავლე და განათლების ექსპერტები მონაწილეობენ.

საპატიო სტუმრის სტატუსით, ძირითად მომხსენებლად მოწვეულია ევროპის საბჭოს ექსპერტი, ციურიხის მასწავლებელთა განათლების უნივერსიტეტის პროფესორი, საპატიო დოქტორი, საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელი როლფ გოლობი, რომელიც მონაწილეებს დემოკრატიის განვითარების კუთხით სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში არსებულ გამოწვევებს აცნობს.

პროგრამა eTwinning საქართველოში აერთიანებს 1200-მდე მასწავლებელს 600 სკოლიდან. ისინი პროექტებს უცხოელ კოლეგებთან ერთად გეგმავენ და ახორციელებენ.

შეიძლება დაინტერესდეთ

დაწყებითი (კომბინირებული სრული კურსი) საფეხურის მოსამზადებელ ტრენინგზე, რომლებიც გამოცდის 10 კრედიტზე ჩაბარებაში დაგეხმარებათ, რეგისტრაცია დაიწყო!

დაწყებითი (კომბინირებული სრული კურსი) საფეხურის მოსამზადებელ ტრენინგზე, რომლებიც გამოცდის 10 კრედიტზე ჩაბარებაში დაგეხმარებათ, რეგისტრაცია დაიწყო!
მასწავლებლებს, რომლებიც გამოცდაზე შემოდგომაზე გადიან შესაძლებლობა ეძლევათ საგამოცდო საკითხებზე ტრენინგები მასწავლებლის სახლის ტრენერებთან გაიარონ. 

გამოცდის უმღლეს დონეზე ჩაბარება დღეს უკვე პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი იწყებს საყოველთაო ტრენინგებს, რომლებსაც მასწავლებლის სახლის ტრენერები ატარებენ. სწორედ ისინი ასწორებენ პედაგოგთა საკვალიფიკაციო გამოცდებს. ტრენერები შეგასწავლიან როგორ უნდა დაწეროთ გამოცდა, რომ უმაღლესი შეფასება დაიმსახუროთ.

ტრენინგი პასუხობს უმაღლეს სტანდარტებს. პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში გადამზადებულ პედაგოგთა 90%-ზე მეტმა გამოცდაზე უმაღლესი შეფასება - 10 კრედიტი დააფიქსირა! აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მათი რაოდენობა 95%-მდე გაიზარდა. ტრენინგ-ცენტრი ლიდერობას არავის უთმობს, ცენტრს ყველაზე მეტი წარმატებული, 10 კრედიტიანი აპლიკანტი ჰყავს:

„ტრენინგები ძალიან გვეხმარება გამოცდის სწორად აღქმასა და დაწერაში, რადგან ეს გამოცდა მხოლოდ საგნის ცოდნას არ მოითხოვს, ის დამატებით უნარებსაც ამოწმებს. აქედან გამომდინარე ცენტრში ისწავლება, არა მხოლოდ საგნები, არამედ, გამოცდის დაწერის მეთოდიკა,“ - აცხადებენ ცენტრის წარჩინებული აპლიკანტები.

კურსის დასაწყისში მასწავლებლებს ელექტრონული კრებული და ტესტური დავალებები მიეწოდებათ.

რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ მიმართულებებზე:

  • დაწყებითი კომბინირებული (სრული კურსი):

ხანგრძლივობა 48 საათი (1,5 თვე), მეცადინეობა ტარდება კვირაში 2-ჯერ, თითო მეცადინეობა 4 საათიანია, სრული კურსის ღირებულებაა დასწრებით 200 ლარი, ონლაინ - 180 ლარი.

  • აკადემიური უნარების გაღრმავებული კურსი: (ანალიტიკური წერა, ტექსტის გააზრება)

კურსის ხანგრძლივობაა 18 საათი (1 თვე), მეცადინეობები ტარდება კვირაში 2-ჯერ, თითო მეცადინეობის ხანგრძლივობაა 2 საათი - სრული კურსის ღირებულებაა დასწრებით - 150 ლარი, ონლაინ - 120 ლარი.

რეგისტრაცია სრულდება 15 სექტემბერს.

რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმ​ულს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის ფეისბუქგვერდს ან დარეკეთ ნომერზე 592 47 72 77.

R.
წაიკითხეთ სრულად