Baby Bag

„ეს ოთხი კითხვა თუ არ გაუჩინე ბავშვს, რა მასწავლებელი ხარ?!“

​„ნიშნები უნდა შევკრიბოთ და ჩავყაროთ კოცონში. ნიშნები იეზუიტების გამოგონებაა, რომ ჯოხი შეეცვალათ ციფრით და ბავშვი ფიზიკურად სკოლაში კი არ დაესაჯათ, არამედ მშობლებისთვის ეთქვათ, დასაჯეთ თქვენ თვითონ. 

ბავშვი რომ სახლში მივა, პირველი კითხვა რა არის? - რა მიიღე? ახლა ელექტრონული დღიური გამოიგონეს და დედა უკვე ცოცხით ხვდება ბავშვს.

მშობელთა კრებაზე რომ მივა დედა, მათემატიკის მასწავლებელს უნდა უთხრას, მე მათემატიკა არ მაინტერესებს, ეგ თქვენი საქმეა, უნდა ასწავლოთ ჩემს შვილს, აბა რა? - თუ ამას არ გააკეთებ, აბა რა მასწავლებელი ხარ, მაგრამ ბავშვს სულს უზრდის მასწავლებელი? ეს თქვა ილიამ - „აღზარდე შენ შვილის სული“, უზრდი სულს, აკვალიანებ? გურამიშვილისა არ იყოს, ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაოვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო? - ეს ოთხი კითხვა თუ არ გაუჩინე ბავშვს, მაშინ რა მასწავლებელი ხარ?!“ - აღნიშნა აკადემოკოსმა შალვა ამონაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„წუწუნა ხალხი უფრო დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე მათი გარშემომყოფები,“ - გიორგი ღოღობერიძე

„წუწუნა ხალხი უფრო დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე მათი გარშემომყოფები,“ - გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ წუწუნა ადამიანების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ წუწუნი სიცოცხლის გახანგრძლივებას უწყობს ხელს:

„ადამიანები, რომლებიც წუწუნებენ, უფრო დიდხანს ცოცხლობენ. როდესაც ადამიანი წუწუნებს, ამ დროს მის ორგანიზმში სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის რაოდენობა იკლებს. წუწუნებს, წუწუნებს, წუწუნებს, კორტილოზი მცირდება და მას ნაკლები სტრესი აქვს.“

„ვინც მის წუწუნს ისმენს, რა მოსდის? მას კორტიზოლის რაოდენობა მკვეთრად ეზრდება. ამიტომაც არის, რომ წუწუნა ხალხი უფრო დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე მათი გარშემომყოფები. ისინი სტრესისგან კვდებიან და ეს სიმართლეა,“ - აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად