Baby Bag

გარე დაკვირვების გაკვეთილის გეგმის ნიმუში

გარე დაკვირვების გაკვეთილის გეგმის ნიმუში

გთავაზობთ ​გეოგრაფიის მასწავლებლის ნარგიზ ქათამაძის გარე დაკვირვების გაკვეთილის გეგმის ნიმუშს. 

ნიმუში იხილეთ ბმულზე  - ​​​​გარე დაკვირვების გაკვეთილის გეგმა​​​

გაკვეთილი ჩატარდა მე-7 კლასში, თემა კი ბუნებრივი პირობები და რესურსები იყო. 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა ხდება გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით?

რა ხდება გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით?

ის უფროსი მასწავლებლები, რომლებსაც წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება სურთ, გარე დაკვირვების მოლოდინში არიან. თუმცა პანდემიის პირობებში, როდესაც ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება დახურულია, წარმოუდგენელია ამ აქტივობის განხორციელება. 

რა იგეგმება გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით, ამ კითხვით ​Momsedu.ge-მ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართა. 

როგორც უწყებაში გვითხრეს, ამ საკითხთან დაკავშირებით მათ ვებგვერდზე განათავსდება ინფორმაცია:

„როგორც იცით, შექმნილი მდგომარებიდან გამომდინარე, გარე დაკვირვება არ ხდება. როგორც კი რაიმე სიახლე იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენს ვებგვერდზე განთავსდება“, - გვითხრეს მასწავლებლის სახლში.

მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვება ეს ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია. სწორედ გარე დაკვირვების გავლაზეა დამოკიდებული მათი სტატუსის ცვლილება და კარიერული წინსვლა.

წაიკითხეთ სრულად