Baby Bag

სქემაში განხორციელებულ ცვლილებებს მასწავლებლის სახლში განმარტავენ

სქემაში განხორციელებულ ცვლილებებს მასწავლებლის სახლში განმარტავენ

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განხორციელებულმა ​ცვლილებებმა, რომლის მიხედვით, მათემატიკის, ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის (ან საგნების) მასწავლებელს მიეცემა უფლება, ასწავლოს ზემოაღნიშნული საგნიდან რომელიმე, კითხვები გააჩინა.

როგორც მასწავლებელის სახლში განგვიმარტეს, ამ საგნების სწავლების უფლება აქვთ უფროსი, წამყვანი ან მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლებს (პრაქტიკოსის გარდა), რომლებსაც უმაღლესი განათლების დიპლომით უდასტურდებათ ზემოთ მითითებული საგნის სპეციალობა.

კითხვები გააჩნია სქემის ბოლო აბზაცმაც, რომლის თანხმადაც, საჯარო სკოლა ვალდებულია, სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები პირველ რიგში გაუნაწილოს კონკრეტული საგნის უფროსი, წამყვანი ან/და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლებს, ასეთების არსებობის შემთხვევაში, და კონკრეტულ საგანში საათები შეუვსოს სრულ დატვირთვამდე.

მასწავლებლის სახლის ინფორმაციით, ცვლილება ყველა საგნის პედაგოგს ეხება და არა მხოლოდ მათემატიკის, ფიზიკის ან ტექნოლოგიების მასწავლებლებს:

„ცვლილება სექტემბერში შევიდა ძალაში. ამ სასწავლო წლის დასაწყისში საათების განაწილება ამ პრინციპით მოხდა - საათები ჯერ გაუნაწილდა უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლებს და შემდეგ - პრაქტიკოსებს. დირექტორმა მინიმუმ 15 საათი უნდა მისცეს უფროსის, წამყვანისა და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლებს, რომ მათ სრული დანამატი აიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროპორციულად იღებენ დანამატს,“ - განმარტეს მასწავლებლის სახლში.