Baby Bag

როდის მიეცემათ მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა და რა სიახლე იგეგმება 2020 წლის გამოცდებზე

როდის მიეცემათ მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა და რა სიახლე იგეგმება 2020 წლის გამოცდებზე

„2020 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდა, (პრაქტიკოსი და პროფესიაში შემსვლელი პედაგოგებისთვის) ზაფხულში ჩატარდება. იგი ისეთივე ფორმატისა და შინაარსის იქნება, როგორიც ადრე იყო,“ - ამის შესახებ ​Momsedu.ge-სთან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ცვლილება შეეხება მხოლოდ გამოცდაზე ქულის შენარჩუნებას:

„წინა სქემის მიხედვით, თუ მასწავლებელი ერთი და იმავე საგანში ორჯერ გავიდოდა გამოცდაზე, ადრინდელი შედეგი უქმდებოდა. ახალი რეგულაციით, თუ მასწავლებელმა მეორედ ჩააბარა გამოცდა, წინა გამოცდის ქულა არ დაეკარგება. პედაგოგს არჩევანის საშუალება მივეცით, რომელ გამოცდაზეც უკეთესი შედეგი ექნება, ის დარჩება“, - აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“.

შეიძლება დაინტერესდეთ

2020 წლის საგნის გამოცდის ჩატარების განრიგი ცნობილია

მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი 22 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება.

გაეცანით გამოცდების ჩატარების განრიგს:

22 ივლისი:

ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV);
ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);
ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);
მათემატიკა (დაწყებითი საფეხური).
23 ივლისი:
ფიზიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
ქიმია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
სპორტი;
ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური).
24 ივლისი:
მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
ბიოლოგია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
გეოგრაფია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
მუსიკა.
27 ივლისი:
ისტორია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
სამოქალაქო განათლება (საბაზო ან/და საშუალო საფეხური).
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - წერითი ნაწილი.

​28 ივლისი:
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - პრაქტიკული ნაწილი.

​29 ივლისი:

​ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;
გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;
ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;
რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;
ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებით, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;

30 ივლისი:

​ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი;
რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი;
გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი;
ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი;
ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი.

წაიკითხეთ სრულად