Baby Bag

მასწავლებლის სახლი განცხადებას ავრცელებს

მასწავლებლის სახლი განცხადებას ავრცელებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგთა საყურადღებოდ ​განცხადებას ავრცელებს. 

ცენტრის ცნობით, გარკვეული ორგანიზაციები ავრცელებენ ინფორმაციას ტრენინგ-მოდულებზე რეგისტრაციის შესახებ და ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ მონაწილე მასწავლებლებს კრედიტქულების მინიჭებას პირდებიან, მთავარ პარტნიორად კი უთითებენ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს“. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

„ნებისმიერი ტრენინგი, რომელსაც ორგანიზებას ან პარტნიორობას უწევს „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“, ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა და facebook გვერდზე.

ინფორმაციის გადამოწმება კონკრეტული ტრენინგის შესახებ შესაძლებელია ცენტრის ცხელ ხაზზეც: 2 200 220 (47-08),“ - აღნიშნულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

წელს სკოლებში ვაკანსიები გამოჩნდა (ამ ეტაპისთვის 500), რაც აქამდე იშვიათობა იყო

წელს სკოლებში ვაკანსიები გამოჩნდა (ამ ეტაპისთვის 500), რაც აქამდე იშვიათობა იყო

„წელს სკოლებში ვაკანსიები გამოჩნდა (ამ ეტაპისთვის 500), რაც აქამდე იშვიათობა იყო,“ - აღნიშნულის შესახებ პოსტს ფეისბუქ გვერდზე მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი აქვეყნებს. 

გთავაზობთ მის პოსტს სიტყვა-სიტყვით:

„პენსიონერი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს შეთავაზებით წელს სკოლებში ვაკანსიები გამოჩნდა (ამ ეტაპისთვის 500), რაც აქამდე იშვიათობა იყო. ხვალ დღის ბოლომდე საჯარო სკოლების ყველა ვაკანსია იქნება საიტზე განთავსებული. ასე რომ მასწავლებლობის მსურველებო, დარეგისტრირდით ამავე საიტზე, დროულად მოიძიეთ საჭირო დოკუმენტაცია კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად, ვადები შეზღუდულია.
ყველას წარმატება!“

ვაკანსიების სანახავად იხილეთ ბმული -​ ვაკანსიები.

წაიკითხეთ სრულად