Baby Bag

მასწავლებლის სახლი განცხადებას ავრცელებს

მასწავლებლის სახლი განცხადებას ავრცელებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგთა საყურადღებოდ ​განცხადებას ავრცელებს. 

ცენტრის ცნობით, გარკვეული ორგანიზაციები ავრცელებენ ინფორმაციას ტრენინგ-მოდულებზე რეგისტრაციის შესახებ და ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ მონაწილე მასწავლებლებს კრედიტქულების მინიჭებას პირდებიან, მთავარ პარტნიორად კი უთითებენ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს“. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

„ნებისმიერი ტრენინგი, რომელსაც ორგანიზებას ან პარტნიორობას უწევს „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“, ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა და facebook გვერდზე.

ინფორმაციის გადამოწმება კონკრეტული ტრენინგის შესახებ შესაძლებელია ცენტრის ცხელ ხაზზეც: 2 200 220 (47-08),“ - აღნიშნულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

მორიგი დასვენების დღე ონლაინ სწავლებისგან

მორიგი დასვენების დღე ონლაინ სწავლებისგან

იქნება თუ არა 26 მაისი ონლაინ სწავლებისგან დასვენების დღე? - აღნიშული კითხვით ​Momsedu.ge-მ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართა. 

როგორც სამინისტროში აღნიშნეს,  26 მაისი ოფიციალური უქმე დღეა, გამომდინარე აქედან, სკოლები ონლაინ სწავლებისგან დაისვენებენ:

,,როგორც ყველა უქმე დღეს, ასევე 26 მაისს სკოლები ონლაინ სწავლებისგან დაისვენებენ,'' - განაცხადეს სამინისტროში.


რატომ არის 26 მაისი უქმე დღე? 

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 

წაიკითხეთ სრულად