Baby Bag

მასწავლებლის სახლი განცხადებას ავრცელებს

მასწავლებლის სახლი განცხადებას ავრცელებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგთა საყურადღებოდ ​განცხადებას ავრცელებს. 

ცენტრის ცნობით, გარკვეული ორგანიზაციები ავრცელებენ ინფორმაციას ტრენინგ-მოდულებზე რეგისტრაციის შესახებ და ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ მონაწილე მასწავლებლებს კრედიტქულების მინიჭებას პირდებიან, მთავარ პარტნიორად კი უთითებენ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს“. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

„ნებისმიერი ტრენინგი, რომელსაც ორგანიზებას ან პარტნიორობას უწევს „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“, ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა და facebook გვერდზე.

ინფორმაციის გადამოწმება კონკრეტული ტრენინგის შესახებ შესაძლებელია ცენტრის ცხელ ხაზზეც: 2 200 220 (47-08),“ - აღნიშნულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

თიმსში მუშაობისას მასწავლებლების უმეტესობა ამ პრობლემებს აწყდება

თიმსში მუშაობისას მასწავლებლების უმეტესობა ამ პრობლემებს აწყდება

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღის დაკვირვების შედეგად, თიმსში მუშაობის პრობლემებად რამდენიმე სახელდება:

  • კალენდარში ჩანიშნულ შეხვედრას არ აჩვენებს;
  • ვერ შევდივარ გაკვეთილზე;
  • არ მიჩვენებს დავალებებს;
  • მასწავლებელს დამატებული ვყავარ და მე ვერ ვხედავ გუნდსრ ვდებ დავალებას, ვერ ვნიშნავ შეხვედრას.
ამის გამომწვევი მიზეზი კი ხშირ შემთხვევაში არის შემდეგი:
  • სინამდვილეში საერთოდ არ ხართ დამატებული გუნდში იხ. ფოტო N 1 (სად ნახოთ გუნდი)
  • (ხშირად სახელი და გვარით ამატებენ, რაც არასწორია. წევრის დამატება აუცილებელია მისი სრული ელფოსტით, რომელიც მასწავლებლის შემთხვევაში ბოლოვდება teachers.gov.ge ხოლო მოსწავლის students.gov.ge)
  • გაწევრიანებული ხართ გუნდში, თუმცა არაა თქვენი კლასის გუნდი,არამედ სხვისია. ამის გადამოწმება შეგიძლიათ N 2 და N3 ფოტოს ინსტრუქციის მიხედვით.
  • ვერ ამოწმებთ დავალებებს, რადგან გუნდში არ გაქვთ მფლობელის სტატუსი, არამედ ხართ ჩვეულებრივი წევრი იხ.ფოტო N 3
  • არ გაქვთ მოწყობილობაში გასწორებული თარიღი და დრო. საათი უნდა იყოს ზუსტად არჩეული, ასევე დროის სარტყელი +4 იხ. ფოტო N 4 და ფოტო N 5
,,ზემოთ აღნიშნული პრობლემების შემთხვევაში გულდასმით გადაამოწმეთ ყველა პუნქტი, თან რამდენჯერმე,'' - აღნიშნავენ emis-ში. 


წაიკითხეთ სრულად