Baby Bag

მასწავლებლის დამხმარე სახელმძღვანელოები კომპეტენციის დადასტურების გამოცდისთვის

მასწავლებლის დამხმარე სახელმძღვანელოები კომპეტენციის დადასტურების გამოცდისთვის

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კომპეტენციის დადასტურების გამოცდისთვის გთავაზობთ დამხმარე სახელმძღვანელოების ელექტრონულ ვერსიებს. 


შეგახსენებთ, რომ საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის მსურველთა რეგისტრაცია ელექტრონულად, ვებგვერდზე: online.naec.ge დაიწყო და 30 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

წინასაგამოცდო პერიოდში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპლიკანტებს ონლაინ კონსულტაციების გავლას სთავაზობს. ყოველ ხუთშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე მსურველებს ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე შესაძლებლობა ექნებათ, პასუხი ყველა კითხვაზე მიიღონ. კონსულტაციები შეეხება როგორც რეგისტრაციის პროცესს, ასევე საგამოცდო პროცედურებს.

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.

შეიძლება დაინტერესდეთ

სკოლებში სწავლის შეჩერების ვადის შესახებ პრემიერ-მინისტრის დადგენილება

სკოლებში სწავლის შეჩერების ვადის შესახებ პრემიერ-მინისტრის დადგენილება

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გრძელდება. რაც იმას ნიშნავს, რომ სასწავლო დაწესებულებებში სწავლების პროცესი ისევ ონლაინ ფორმატში განხორციელდება.

სკოლებში სწავლის შეჩერების ვადის შესახებ პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა და ძალაშიც შევიდა:

„საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეჩერდეს სასწავლო პროცესი. ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა აღნიშნული განახორციელონ დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში).

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ადმინისტრაციები გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე (კრიტიკულად მნიშვნელოვანი აუცილებლობის გარდა),“ - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის დადგენილებაში.

ამ ეტაპზე უცნობია, აღდგება თუ არა სკოლებში არადისტანციური სწავლის ფორმატი 22 მაისის შემდეგ.

წაიკითხეთ სრულად