Baby Bag

ბერიკა შუკაკიძე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივების შესახებ საუბრობს

ბერიკა შუკაკიძე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივების შესახებ საუბრობს

ბერიკა შუკაკიძე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივების შესახებ ცენტრის ოფიციალური ფეისბუქგვერდიდან პირდაპირ ეთერში საუბრობს.

როგორც ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, მასწავლებლის სახლი იწყებს ონლაინ ჩართვებს, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, დასვას კითხვა და ცენტრის წარმომადგენლისგან მიიღოს პასუხი.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“ 

„მასწავლებლის სახლი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლებს, უნივერსიტეტის პროფესორებსა და მოსწავლეთა მშობლებს სთავაზობს მრავალფეროვან, განახლებულ სასწავლო, საგანმანათლებლო რესურსებს ონლაინ რეჟიმში, მეტიც ამ რესურსების ათვისება და გააზრება უკეთ რომ მოხდეს, ჩვენი ცენტრის კონსულტანტები წინასწარ დათქმულ დროს ლაივ რეჟიმში გამართავენ შეხვედრებს, დისკუსიებს, სადაც ყველა დაინტერესულ პირს საშუალება ექნება დასვას მისთვის აქტუალური კითხვა. ბოლოს კი მინდა გამოვეხმაურო ჩვენი მთავრობის მოწოდებას და მეც ვთხოვო ჩემს კოლეგა-მასწავლებლებს, რომ დარჩით სახლში,“ - აღნიშნავს ბერიკა შუკაკიძე.

იხილეთ ​ვიდეო 


შეიძლება დაინტერესდეთ

შესაძლოა, სასწავლო პროცესი აპრილის ბოლოს ვერ გაგრძელდეს - გიორგი გახარია

შესაძლოა, სასწავლო პროცესი აპრილის ბოლოს ვერ გაგრძელდეს - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ სასწავლო პროცესი აპრილის ბოლოს ვერ განახლდეს.

„მოგეხსენებათ, რომ სასწავლო პროცესი შეჩერებულია. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია 21 აპრილამდე, თუმცა ობიექტურად რომ შევაფასოთ სიტუაცია, შანსი იმისა, რომ აპრილის ბოლოს სასწავლო პროცესი გაგრძელდება, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ არსებობს შანსი, რომ სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდეს.

ამიტომ, განათლების სამინისტრომ ოპერატიულად მიიღო გარკვეული ნაბიჯები დისტანციური სწავლების გაძლიერებასთან დაკავშირებით და საერთოდ, ქვეყანაში ამ მიმართულების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ძალიან კარგი თანამშრომლობა აქვთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან და 30 მარტიდან უკვე დაიწყება პირდაპირ ეთერში კონკრეტული გაკვეთილები საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის.

რა თქმა უნდა, იდეალურია, როდესაც მოსწავლეს კლასში მასწავლებელთან აქვს პირდაპირი შეხება, თუმცა იმ მდგომარეობაში, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით ამ პანდემიის პირობებში, ესეც წინგადადმული ნაბიჯია და ჩვენ მივესალმებით იმას, რასაც განათლების სამინისტრო და საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთობლივად აკეთებენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“ 
წაიკითხეთ სრულად