რეგისტრაციის ინსტრუქცია მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის - ნახეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ვიდეოინსტრუქცია
სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება ისევ გადაიდება
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი ამ დრომდე (22 მაისამდე) გადაიდება.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, საქართველოს მთავრობამ ამ წინადადებით პრეზიდენტს უკვე მიმართა.
„ფართოვდება კლასტერები და სულ უფრო მძიმდება წყაროს დადგენა. ანალიზის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდეგი 2-3 კვირის განმავლობაში ვიქნებით ვირუსის გავრცელების პიკურ ფაზაში. დღეს, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ გაუგზავნა ოფიციალური მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს, საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების თაობაზე. პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ ბრძანების გამოცხადებისთანავე ეს გადაწყვეტილება იქნება ძალაში, რომელსაც შემდგომში პარლამენტი მიიღებს,“ - განაცხადა ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.