Baby Bag

სპეცმასწავლებლებისთვის 120-საათიანი ტრენინგები იგეგმება

სპეცმასწავლებლებისთვის 120-საათიანი ტრენინგები იგეგმება
„სპეცმასწავლებლებისთვის განკუთვნილ 120-საათიან ტრენინგებზე რეგისტრაცია დაახლოებით იანვრის თვეში გამოცხადდება,“ - ამის შესახებ ​Yts.ge-ს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.
როგორც მასწავლებლის სახლში აღნიშნეს, ტრენინგებზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია მათ ​ვებგვერდზე განთავსდება. რაც შეეხება ტრენინგების ჩატარების თარიღს, ამ ეტაპზე ცენტრში კონკრეტულ დროს ვერ ასახელებენ.

შეგახსენებთ, რომ სპეციალურ მასწავლებლებს მასწავლებლის სტატუსი რამდენიმე თვის წინ მიენიჭათ. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების ფარგლებში:

  • სპეციალური მასწავლებელი გახდა მასწავლებელი;
  • სისტემამ აღიარა ალტერნატიული და გაფართოებული სასწავლო გეგმები;
  • სპეციალურ სკოლებს შეეცვალა სტატუსი და გახდა რესურს სკოლები;
  • გაჩნდა ინტეგრირებული და სპეციალიზებული კლასების ტერმინთა განმარტებები.

შეიძლება დაინტერესდეთ

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტების საგამოცდო ბარათზე მითითებულია ინფორმაცია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) წარმოდგენის თაობაზე და ჯერ არ წარუდგენიათ, დოკუმენტის ასლი უნდა მიიტანონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ე. მინდელის N9) ან ადგილობრივ რესურსცენტრებში არაუგვიანეს 20 აგვისტოს 18:00 საათისა.

აღნიშნული რეგულაცია არ ეხება სხვა აბიტურიენტებს.

წაიკითხეთ სრულად