Baby Bag

მასწავლებლის სახლი ჯგუფური მუშაობის შეფასების თემაზე შექმნილ პრეზენტაციას აქვეყნებს

მასწავლებლის სახლი ჯგუფური მუშაობის შეფასების თემაზე შექმნილ პრეზენტაციას აქვეყნებს

საკლასო შეფასების საკითხებით დაინტერესებული მასწავლებლებისთვის 2018 წლის 21 ნოემბერს ჩატარდა ვებინარი თემაზე - ჯგუფური მუშაობის შეფასება.

მასწავლებლის სახლი მსმენელთა და იმ მასწავლებელთა დიდი ინტერესიდან გამომდინარე, რომლებმაც ვერ მოახერხეს ვებინარზე დარეგისტრირება, აზიარეს ვებინარის პრეზენტაციას.

პრეზენტაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ​ბმულიდან

ვებინარის შინაარსის განხილვის ან მასთან დაკავშირებული კითხვებისა და კომენტარებისთვის შეგიძლიათ შეუერთდეთ საგანმანათლებლო სოციალურ ქსელ EDMODO-ს საკლასო შეფასების ჯგუფს შემდეგი კოდის გამოყენებით: s69dr6

ვებინარს უძღვებოდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საკლასო შეფასების სპეციალისტი, მარიანა ხუნძაყიშვილი.

ვებინარები ტარდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.