Ms Teams-თან დაკავშირებული კითხვები და მარტივი პასუხები - ამ წერილს ყველა მასწავლებელი, დირექტორი და რესურსცენტრის წარმომადგენელი მიიღებს ხვალ დილამდე ელფოსტაზე.
5. კითხვა: ბრაუზერიდან შევდივარ Microsoft teams-ში, მაგრამ დაინსტალირებული აპლიკაციიდან - ვერ.
პასუხი: თუ დაინსტალირებული Microsoft Teams-დან ავტორიზაცია არ ხდება (მაგრამ ბრაუზერიდან შედიხართ) სავარაუდოდ, კომპიუტერზე დრო და სარტყელი გაქვთ გასასწორებელი +4-ზე >> https://shorturl.at/adLR3
6. კითხვა: როგორ გავუგზავნოთ დავალება მოსწავლეს/ როგორ შეასრულოს დავალება მოსწავლემ?
11. კითხვა: როგორ დავტოვოთ კლასი მისი წაშლის გარეშე? ან როგორ წავშალოთ შეცდომით დამატებული მოსწავლე ან კოლეგა კლასიდან, შევუცვალოთ სტატუსი Owner-იდან Member-ზე.
14. კითხვა: როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს დავიწყებული პაროლის ან ელფოსტის აღდგენაში?
პასუხი: მოსწავლის მშობელს შეუძლია შვილის პაროლის აღდგენა https://reset.emis.ge -ს საშუალებით, (როდესაც Eschool-ში მშობელის ტელეფონის ნომერი იქნება სწორად ჩაწერილი) ან ნებისმიერ მასწავლებელს მოსწავლისთვის პაროლის აღდგენა მოცემული ინსტრუქციით: https://bit.ly/3d4hO6S , მასწავლებელს კი საკუთარი პაროლის აღდგენა https://reset.emis.ge -ს საშუალებით.
15. კითხვა: როგორ გავიგოთ მოსწავლის/მასწავლებლის ელფოსტა, რომელიც კერძო სკოლიდან გადმოვიდა ჩვენს სკოლაში?
პასუხი: (eSchool), მოსწავლის კლასზე განაწილების შემდგომ, მოსწავლის ბარათში, 24 საათში ავტომატურად აისახება მოსწავლის ელ-ფოსტა, ხოლო, მასწავლებლის შემთხვევაში, ელ-ფოსტის ასახვა განხორციელდება პერსონალში დამატების შემდგომ. სხვა დანარჩენ სავარაუდო კითხვებზე პასუხები, როგორც ვიდეო, ასევე PDF სახით შეგიძლიათ იხილოთ ინსტრუქციების საიტზე.
„გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარება ყველა კლასშია შესაძლებელი“ - მასწავლებლის სახლი
„გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარება ყველა კლასშია შესაძლებელი“, - ამის შესახებ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განგვიცხადეს.
თუმცა ამ საკითხზე მასწავლებლის სახლმა რამდენიმე დღის წინ განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა:
„როგორც მოგეხსენებათ, დაწყებითი კლასების ეროვნული სასწავლო გეგმა ახალი რედაქციით ხორციელდება. I-VI კლასებში ახალი სტანდარტის მიხედვით, გამჭოლი კომპეტენციები არ არის. ამიტომ, ვინც დაწყებით კლასებს ასწავლის და სურს სამოდელო გაკვეთილის ჩატარება, ისინი გამჭოლ კომპეტენციაზე გაკვეთილს ვერ ჩაატარებენ. რაც შეეხება მე-7-მე-12 კლასებს, აქ ისევ ძველი ბრძანება მოქმედებს. ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, იმ საგნებში, რომლებიც ამ კლასებში ისწავლება, შესაძლებელია გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარება,“ - უთხრეს მასწავლებლის სახლში Moms.ge-ს.
აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელში არაერთი პედაგოგი გამოეხმაურა. მათი მტკიცებით, ინფორმაცია, რომ გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარება მხოლოდ მე-7-მე-12 კლასებშია შესაძლებელი, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ჩვენ კვლავ დავუკავშირდით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს და საკითხის დაზუსტება ვთხოვეთ:
„არაფერი არ შეცვლილა, ყველაფერი ისეა, როგორც ადრე იყო. ანუ გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარება ყველა კლასშია შესაძლებელი და ფასდება,“ - აღნიშნეს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.