ონლაინ კონსულტაციები მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის გრძელდება. დღეს, 7 მაისს, თქვენს კითხვებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა თევდორაძე პასუხობს.
ონლაინ შეხვედრა 13 საათზე დაიწყება და 16 საათამდე გაგრძელდება.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, მასწავლებელთა გამოცდების აპელაციის შედეგები მომდევნო კვირაში გამოქვეყნდება.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა სააპელაციო განაცხადების მიღება 19 აგვისტოს 10:00 საათიდან 21 აგვისტოს 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.ge მიმდინარეობდა.