ონლაინ კონსულტაციები მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის გრძელდება. დღეს, 7 მაისს, თქვენს კითხვებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა თევდორაძე პასუხობს.
ონლაინ შეხვედრა 13 საათზე დაიწყება და 16 საათამდე გაგრძელდება.
საგანმანათლებლო რესურსები, რაც მასწავლებლებს გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში დაეხმარებათ
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით კვალიფიკაციის ამაღლების მსურველი პედაგოგებისთვის ხელმისაწვდომია ყველა ის საგანმანათლებლო რესურსი, რაც მათ გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში დაეხმარება. დამხმარე ლიტერატურის ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე:
როგორც ცნობილია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კვალიფიკაციის ამაღლების მსურველ უფროს და წამყვან მასწავლებლებს სიახლეებს სთავაზობს და მათ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას აძლევს. აღსანიშნავია, რომ სტატუსის ამაღლება პედაგოგებისთვის სავალდებულო არ არის და ემსახურება მხოლოდ მასწავლებლების პროფესიული წინსვლის ხელშეწყობას, რაც პირდაპირ აისახება მათ ანაზღაურებაზე.