„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
„არ ვიცი, საიდან მომივიდა ეს იდეა, მაგრამ 72 სტუდენტს უკვე ჩავურთე ამის წყალობით ინტერნეტი. რა თქმა უნდა, 19 ლარი ქოთნის ნამდვილი ფასი არაა, მაგრამ, როცა ადამიანმა იცის, რომ ბავშვების განათლებას უნდა მოხმარდეს ეს თანხა, ყიდულობს. ბევრი ოჯახია, რომელიც ფიქრობს, რომ ამას სახელმწიფო აკეთებს და მოითხოვენ, ინტერნეტი შევუყვანო. მეორეს მხრივ, ზოგიერთმა ბავშვმა ემპათია გამოიჩინა და ითხოვა, მისი წილი თანხით სხვები ჩაგვერთო“.'' - აღნიშნავს ლადო აფხაზავა.