„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
საათობრივი ბადე ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილების მიხედვით
2020-2021 სასწავლო წელს ეროვნულ სასაწვლო გეგმაში შეტანილ ცვლილებებს შორის, რომელის შესაბამისი ბრძანება განათლების მინისტრის მიერ ხელმოწერილი საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა, ერთ-ერთია საათობრივი ბადე.
საათობრივი ბადე ქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების საბაზო საფეხურისთვის
საათობრივი ბადე არაქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების საბაზო საფეხურისთვის
შენიშვნა: არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ჯამური საათობრივი დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 35 საათს.“;
საბაზო საფეხურის, VII, VIII და IX კლასების საათობრივი ბადე იხილეთ ბმულზე - საათობრივი ბადე