„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
ადამიანი, რომელმაც საშინაო დავალება გამოიგონა იტალიელი მკაცრი მასწავლებელი რობერტ ნევილისია.
მან საშინაო დავალება 1905 წელს მოსწავლეების დასჯისთვის გამოიყენა. ნევილისი თავისი მოსწავლეების მიღწევებით უკმაყოფილო იყო. მასწავლებლის თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად, ბავშვების სწავლის დონე და უნარები არ უმჯობესდებოდა. მან მოიფიქრა მოსწავლეების დასჯა ისე, რომ ეს ფსიქოლოგიური ძალადობა არ ყოფილიყო. სწორედ ასე მივიდა ნევილისი დასკვნამდე, რომ საშინაო დავალება საუკეთესო გამოსავალი იყო.