„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
გადაიდება თუ არა სწავლა გრიპის ვირუსის გამო? - რას აცხადებენ განათლების სამინისტროში
გრიპის ვირუსის გამო სასწავლო პროცესის გადადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ Moms.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, განათლების სამინისტროსთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ზამთრის არდადეგების გახანგრძლივების რეკომენდაციით არ მიუმართავს. მათივე ცნობით, საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 15 იანვარს განახლდება.