Baby Bag

მასწავლებლებს გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსების გასავლელად კიდევ ერთი შანსი ეძლევათ!

მასწავლებლებს გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსების გასავლელად კიდევ ერთი შანსი ეძლევათ!
პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი მასწავლებლებს კიდევ ერთ შანსს აძლევს გაიარონ ონლაინ ტრენინგები მასწავლებლის სახლის მაღალკვალიფიციურ ტრენერებთან.

,,ეს იქნება გამოცდის წინ მოსამზადებელი კურსები, რომლებიც დასრულდება გამოცდამდე რამდენიმე დღით ადრე. ტრენინგის გავლის შემდეგ, მასწავლებლები გარანტირებულად ჩააბრებენ გამოცდას და მიიღებენ სასურველ შედეგს,'' - აღნიშნავენ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში.

მასწავლებლები ტრენინგის დროს უზრუნველყოფილი იქნებიან საჭირო თეორიული მასალითა და სავარჯიშოებით.

რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ საგნებზე:

  • დაწყებითი კომბინირებული კურსი 48 საათი - 160 ლარი
  • ტექსტის გააზრების ტრენინგი 9 საათი - 60 ლარი
  • ესეს წერის ტრენინგი 9 საათი - 60 ლარი
  • მათემატიკა I-VI 32 საათი - 135 ლარი
  • მათემატიკა VII-XII 32 საათი - 150 ლარი
  • სამოქალაქო განათლება 42 საათი - 170 ლარი

​რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: რეგ​ისტრაცია

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის ფეისბუქ ​გვერდს ან დარეკეთ ნომერზე 592 477 277.


R.

შეიძლება დაინტერესდეთ

საჯარო სკოლების მასწავლებლების დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით, eSchool-ში ინფორმაციის ასახვის ინსტრუქცია

საჯარო სკოლების მასწავლებლების დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით, eSchool-ში ინფორმაციის ასახვის ინსტრუქცია

გაეცანით საჯარო სკოლების მასწავლებლების დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) ინფორმაციის ასახვის ინსტრუქციას. ინსტრუქცია იხილეთ ​ბმულზე.

იმისთვის, რომ ამ ინსტრუქციებით სარგებლობა გაგიადვილდეთ, გთავზობთ დამატებით ინსტრუქციას, როგორ უნდა შეხვიდეთ და იმუშაოთ ​სისტემაში.

გადადით ბმულზე - ​ბმული​ და შეიყვანეთ მომხმარებლის სახელი და პაროლი. 

შემდეგ კი ქვემოთ მოცემული ფოტოების მიხედვით მიჰყევით ინსტრუქციას. 

დააკლიკეთ Chrome-ს 

გაგიხსნით შემდეგ ფანჯარას, ჩაწერეთ თქვენი პაროლი, რომლითაც სისტემაში შედიხართ

შემდეგი ეტაპია ქვემოთ მოცემული მოქმედება

გაიხსნება eFlow და eFlow გვერდით Tab-ში eSchool, სწორედ აქ უნდა შეხვიდეთ და შეიყვანოთ მომხარებლის სახელი და პაროლი 

მოძებნეთ აღნიშნული ისარი, დააკლიკეთ

გაგიხსნით გამოკითხვას, რომელსაც შეავსებთ


წაიკითხეთ სრულად