„მასწავლებლებზე ვიზრუნეთ, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ გამოცდები, მაგრამ არ აქვთ დაგროვებული 19 კრედიტქულა (აკლდებათ 1-დან 5 კრედიტამდე). მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ეს დანაკლისი იმ ტრენინგების ხარჯზე შეავსონ, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ, ცხადია, უფასოდ,“ - ამის შესახებ მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ ,,ახალ განათლებასთან'' ინტერვიუში განაცხადა.
„დაახლოებით, ერთ კვირაში დავიწყებთ ტრენინგებს და შესაძლოა, სექტემბერში მათ სტატუსი აიმაღლონ. ასეთი 1000-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელია,“ - დასძინა ბერიკა შუკაკიძემ.
მისივე თქმით, სქემაში განაწილებულ უფროს მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიიღეს 15 კრედიტქულა და შესრულებული აქვთ ორი სავალდებულო აქტივობა, გარე დაკვირვების გარდა, 2020 წლის სექტემბრიდან მიეცემათ უფლება, გაიარონ გარე დაკვირვება. წარმატებით გავლის შემთხვევაში, თავისთავად, მათ წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ. ასევე, წამყვანი მასწავლებლები, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიღებული აქვთ 25 კრედიტქულა და განხორციელებული აქვთ ყველა სავალდებულო აქტივობა, ელექტრონული პროფესიული საქაღალდის მონიტორინგის განხორციელების შემდეგ, მენტორის სტატუსი მიენიჭებათ.
,,რაც შეეხება სამომავლოდ, მასწავლებლის რეგულირების წესის მიხედვით, მასწავლებელთა კარიერულ წინსვლას, აქ უკვე საჭირო იქნება შესაბამისი გამოცდის ჩაბარება პროფესიულ უნარებში, რომელიც ჯერ მზად არ არის,'' - აღნიშნა მასწავლებლის სახლის დირექტორმა.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
მასწავლებლის სახლი პედაგოგებს ონლაინტრენინგს სთავაზობს
მასწავლებლის სახლი პედაგოგებს eTwinning-ის ფარგლებში ონლაინ ტრენინგს სთავაზობს.
,,დღევანდელი რეალობა მასწავლებელს, როგორც ციფრულ მოქალაქეს, ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე აყენებს, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის მასშტაბით სასწავლო დაწესებულებები დახურულია, მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლებმა შეინარჩუნონ ერთმანეთთან კავშირი ონლაინ და შეცვალონ მათი სასწავლო სივრცე. ამ მხრივ, eTwinning-ს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. აღნიშნული ქსელი ხელს უწყობს ვირტუალური საზოგადოების შექმნას, სადაც პირისპირ შეხვედრა აუცილებლობას არ წარმოადგენს," - აღნიშნულია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი ჯგუფი - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და შემოგვიერთდით - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
მათივე ცნობით, პროგრამის პლათფორმა იძლევა შესაძლებლობებს ღია ონლაინ კურსებში მონაწილეობისა და ასევე, დაგეგმვა/განხორციელების, რაც ერთ-ერთი გზაა მასწავლებელთა დასაკავშირებლად.
„eTwinning-ი პასუხობს დღევანდელ გამოწვევას და მასწავლებლებს სთავაზობს ონლაინ ტრენინგს, რაც მათ დაეხმარებათ ციფრულ სამყაროში სრულუფლებიან წევრებად იგრძნონ თავი, გააფართოვონ თავიანთი მეთოდოლოგიური ინსტრუმენტების პანელი და შესთავაზონ მოსწავლეებს სწავლების ახალი მასობრივი საშუალებები.
ტრენინგ მოდული: „eTwinning-ის პროექტების დაგეგმვა ვებ 2.0 ინსტრუმენტებით.“
პედაგოგები, რომლებიც ჩართულნი არიან ითვინინგის პროექტებში იყენებენ უამრავ სოციალური ქსელის იარაღებს, რომლებსაც დღესდღეობით ინტერნეტი გვთავაზობს. ამ თვალსაზრისით საქმიანობას, რომელსაც ეს პედაგოგები ახორციელებენ, აქვთ პოტენციალი, რომ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ ონლაინ სწავლებისა და სწავლის პრაქტიკაზე.
ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა, შეგიძლიათ, გაიაროთ რეგისტრაცია. დარეგისტრირებულ პედაგოგს დაგიკავშირდებიან თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე და გეცნობებათ დეტალები ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის შესახებ,“ - აღნიშნულია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.