„მასწავლებლებზე ვიზრუნეთ, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ გამოცდები, მაგრამ არ აქვთ დაგროვებული 19 კრედიტქულა (აკლდებათ 1-დან 5 კრედიტამდე). მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ეს დანაკლისი იმ ტრენინგების ხარჯზე შეავსონ, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ, ცხადია, უფასოდ,“ - ამის შესახებ მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ ,,ახალ განათლებასთან'' ინტერვიუში განაცხადა.
„დაახლოებით, ერთ კვირაში დავიწყებთ ტრენინგებს და შესაძლოა, სექტემბერში მათ სტატუსი აიმაღლონ. ასეთი 1000-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელია,“ - დასძინა ბერიკა შუკაკიძემ.
მისივე თქმით, სქემაში განაწილებულ უფროს მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიიღეს 15 კრედიტქულა და შესრულებული აქვთ ორი სავალდებულო აქტივობა, გარე დაკვირვების გარდა, 2020 წლის სექტემბრიდან მიეცემათ უფლება, გაიარონ გარე დაკვირვება. წარმატებით გავლის შემთხვევაში, თავისთავად, მათ წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ. ასევე, წამყვანი მასწავლებლები, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიღებული აქვთ 25 კრედიტქულა და განხორციელებული აქვთ ყველა სავალდებულო აქტივობა, ელექტრონული პროფესიული საქაღალდის მონიტორინგის განხორციელების შემდეგ, მენტორის სტატუსი მიენიჭებათ.
,,რაც შეეხება სამომავლოდ, მასწავლებლის რეგულირების წესის მიხედვით, მასწავლებელთა კარიერულ წინსვლას, აქ უკვე საჭირო იქნება შესაბამისი გამოცდის ჩაბარება პროფესიულ უნარებში, რომელიც ჯერ მზად არ არის,'' - აღნიშნა მასწავლებლის სახლის დირექტორმა.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
პირველადი მონაცემებით, მასწავლებლის ჯილდოთი სარგებლობის სურვილი 6 000-მა პედაგოგმა გამოთქვა
პირველადი მონაცემებით, მასწავლებლის ჯილდოთი სარგებლობის სურვილი 6 000-მა პედაგოგმა გამოთქვა, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ საპენსიო ასაკის პედაგოგებზე საუბრისას განაცხადა.
„სკოლებისთვის და მასწავლებლებისთვის განცხადების დაწერა არ მოგვითხოვია, რადგან ეს იყო პროცესი, ინიციატივა და უნდა გვენახა, რამდენად მოისურვებდნენ მასწავლებლები ამ შესაძლებლობებით სარგებლობას. სკოლებს ვთხოვეთ, მსჯელობა ყოფილიყო კათედრებზე ამის შესახებ და მოეგროვებინათ პირველადი ინფორმაცია მსურველი მასწავლებლების შესახებ. პირველადი მონაცემებით, 6 000 მასწავლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით, ვინც არის მსურველი, ჯილდოთი ისარგებლოს, თუმცა ეს პროცესი გრძელდება. ვადა არ დაგვიწესებია, ვთქვით, რომ მასწავლებელს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოხატოს სურვილი 2019 წლის ბოლომდე. ცხადია, იმის მიხედვით, როდის გამოხატავენ სურვილს, ეტაპობრივად მიიღებენ ჯილდოს. ვმუშაობთ მთავრობის განკარგულების პროექტზე, რომლის მეშვეობითაც შევა ცვლილება მასწავლებლის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემაში, სადაც მთავრობის მიერ ჩანაწერი დამტკიცდება. ეს იქნება უახლოეს მთავრობის სხდომაზე“, - აღნიშნა ირინა აბულაძემ.
მისივე თქმით, ჯილდოს გაცემის პირველი ეტაპის დაწყება აგვისტოს ბოლოს ან სექტემბერში იგეგმება:
„ვგეგმავთ, რომ ჯილდოს გაცემის პირველი ეტაპი დავიწყოთ აგვისტოს ბოლოს ან სექტემბერში და მეორე ეტაპი - წლის ბოლოს ან შემდეგი წლის დასაწყისში. ასევე ვმუშაობთ სხვადასხვა თანმხლებ დოკუმენტაციაზე, რაც საჭიროა ჯილდოს გაცემის ორგანიზებისთვის, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად. ასე რომ, პროცესი მიმდინარეობს, პირველი ეტაპის ინფორმაცია შეგროვებულია, დაგეგმილია ეტაპები, სამთავრობო განკარგულება გამოვა რამდენიმე დღეში და ტექნიკური პროცესი გაგრძელდება. გასავლელია ტექნიკური პროცესები, რაც არ შეგვიშლის ხელს იმაში, რომ სასწავლო წლის დაწყებისთვის პირველი ეტაპის ჯილდოები გავცეთ იმ მასწავლებლებზე, პენსიონერ, ღირსეულ პედაგოგებზე, რომლებმაც გამოხატეს სურვილი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
განათლების სამინისტროს შეთავაზებით, პენსიონერმა მასწავლებლებმა ან კომპეტენციის გამოცდა უნდა ჩააბარონ, ან ჯილდო მიიღონ ორი წლის ხელფასის ოდენობით და სკოლას დაემშვიდობონ.