Baby Bag

შეხსენება მასწავლებლებს!!!

შეხსენება მასწავლებლებს!!!

მასწავლებლობის მსურველები გამოცდას 22-30 ივლისს ჩააბარებენ. დეტალური ინფორმაცია მითითებულია საგამოცდო ბარათზე, რომლის ამობეჭდვაც დღეიდან, 9 ივლისის 12:00 საათიდანაა შესაძლებელი.

ბარათის ამოსაბეჭდად გამოცდებში მონაწილე უნდა შევიდეს პირად სარეგისტრაციო სივრცეში ვებგვერდზე: ONLINE.NAEC.GE და დააჭიროს ბმულს „დაბეჭდე შენი ბარათი“.

საგამოცდო ბარათზე მითითებულია მონაწილის პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ცენტრის მისამართი, გამოცდის დღე, საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დრო და ასევე ის რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს თითოეულმა გამოსაცდელმა.

მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე დატანილი ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა აპლიკანტებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).

საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება ყველა აპლიკანტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში და მისი ამობეჭდვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს გამოცდების დასრულებამდე.



გამოსაცდელებმა გამოცდებზე უნდა იხელძღვანელონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით. იხ. ბმული.

შეიძლება დაინტერესდეთ

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2023 - განრიგი

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2023 - განრიგი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დეტალურ განრიგს აქვეყნებს. გთავაზობთ განრიგს:
ქართული ენა და ლიტერატურა
3 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
4 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
5 ივლისი (პირველი სესია);
3 ივლისი (პირველი სესია) - ოსური ენა;
მათემატიკა
7 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
უცხოური ენა
10 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
11 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
12 ივლისი (პირველი სესია) – ინგლისური ენა;
12 ივლისი (მეორე სესია) - რუსული ენა;
12 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;
12 ივლისი (მეორე სესია) - გერმანული ენა;
ბიოლოგია
14 ივლისი (პირველი სესია);
ისტორია
17 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
18 ივლისი (პირველი სესია);

ზოგადი უნარები (სომხურად)
18 ივლისი (მეორე სესია);
ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულად)
18 ივლისი (მეორე სესია);

გეოგრაფია
19 ივლისი (მეორე სესია);
ქიმია
20 ივლისი (მეორე სესია);
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
20 ივლისი (მეორე სესია);
სამოქალაქო განათლება
21 ივლისი (მეორე სესია);
ლიტერატურა
25 ივლისი (პირველი სესია);
ფიზიკა
26 ივლისი (პირველი სესია).
წაიკითხეთ სრულად