Baby Bag

2020 წლის მასწავლებელთა გამოცდის ტესტის მაქსიმალური ქულები, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა და ტესტის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები

2020 წლის მასწავლებელთა გამოცდის ტესტის მაქსიმალური ქულები, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა და ტესტის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები

შეფასებისა და გამოცდების ერონული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის საგნის გამოცდაზე, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე მაქსიმალური ქულები, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა და ტესტის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები.


თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“

შეიძლება დაინტერესდეთ

სკოლებში ახალი საგნის დამატება იგეგმება

სკოლებში ახალი საგნის დამატება იგეგმება

,,1-ლი - მე-6 კლასის მოსწავლეები ახალ საგანს შეისწავლიან'' - აღიშნულის შესახებ ​გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 

„იმისთვის, რომ გარემოს გარემოსდაცვითი პოლიტიკა იყოს ეფექტიანი, ყველაზე მნიშვნელოვანია განათლება და ინფორმირება ჩვენი საზოგადოების და ამ კუთხით, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გარემოს დაცვის და აგრარული განათლების საკითხების ინტეგრირებას სასკოლო განათლებაში.

ჩვენ გვქონდა სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით დანერგილი გარემოსდაცვითი სწავლებები, მაგრამ შემდეგი 4 წლის განმავლობაში ჩვენ მოვამზადეთ ძალიან მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოები, მასალა იმისთვის, რომ გადამზადდეს დაახლოებით 20 000 პედაგოგი და გარემოსდაცვითი საკითხები ისწავლებოდეს პირველიდან მეექვსე კლასამდე, რომლის საშუალებითაც ჩვენ 250 000 ჩვენი ქვეყნის მოსწავლეს, მომავალს, გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობას გავუჩენთ,'' - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

წაიკითხეთ სრულად