„შემსწავლელი კურსი პედაგოგებს დაეხმარება დისტანციური სწავლების სრულყოფილად წარმართვაში, რესურსების ონლაინ საცავში განთავსებაში, teams -ისა და Zoom -ის პლათფორმების ათვისებაში, მოსწავლეთათვის ვიდეო ზარების განხორციელებასა და საშინაო დავალებების გადაცემა-მიღებაში, პრეზენტაციებისა და ონლაინრესურსების მომზადებასა და მოსწავლეთათვის მიწოდებაში,“ - აცხადებენ საერთაშორისო განათლების, კულტურისა და ხელოვნების კვლევით ინსტიტუტში.
მათივე ცნობით, ტრენინგს უძღვება საერთაშორისო დონის მოწვეული სერტიფიცირებული ტრენერი. ტრენინგის გავლის შემდეგ გაიცემა საერთაშორისო ორენოვანი სერტიფიკატი.
კურსის გავლა შესაძლებელია დარეგისტრირებისთანავე. ტრენინგის გავლა ფასიანია.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე 597 90 64 90 ან მისწერეთ ტრენინგ ცენტრს - „ცოდნა“.
R.
მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“