Baby Bag

მასწავლებლობის მსურველთა 2020 წლის გამოცდების შედეგები ცნობილია

მასწავლებლობის მსურველთა 2020 წლის გამოცდების შედეგები ცნობილია
შეფასებისა და ფამოცდების ეროცნული ცენტრი გთავაზობთ დაწყებითი საფეხურის საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება I-IV), მათემატიკის (I-VI), ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI), ბუნებისმეტყველების (I-VI), ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და მათემატიკის გამოცდების შედეგებს.

შედეგების გაგება მასწავლებლობის მსურველებს მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეუძლიათ. ამისათვის მათ მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნონ ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა საგნის გამოცდის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავ​ლებლების სანდო წყარო“

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლი ტრენინგებზე რეგისტრაციას აცხადებს

მასწავლებლის სახლი ტრენინგებზე რეგისტრაციას აცხადებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით და ზოგადი პროფესიული უნარების ტრენინგებზე მსურველთა რეგისტრაციას იწყებს.

ტრენინგები განკუთვნილია საჯარო სკოლის მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის, რომლებიც დარეგისტრირდნენ მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან სასერტიფიკაციო გამოცდის მოთხოვნებს, საგამოცდო ტესტის სტრუქტურას; ტესტურ დავალებებზე მუშაობის გზით დაადგენენ საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისათვის მზადების პროცესი, დახვეწენ ტესტის შევსების ტექნიკას, შეძლებენ საგნობრივი ცოდნის მობილიზებას.

ტრენინგის გავლა უფასოა მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის;

რეგისტრაციის ვადა: 2 ივნისის ჩათვლით.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.

წაიკითხეთ სრულად