Baby Bag

მასწავლებლობის მსურველთა საყურადღებოდ!

მასწავლებლობის მსურველთა საყურადღებოდ!

დღეს, 19 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოქვეყნდება ქართული ენისა და ლიტერატურის (VII-XII კლ.), ისტორიის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის, მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების გამოცდების შედეგები.

შედეგების ნახვა შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge. სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და სგამოცდო ბარათზე მითითბული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით.

შედეგების გაგებას მასწავლებლობის მსურველები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის მათ მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნონ ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).

მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნება მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება.


შეიძლება დაინტერესდეთ

,,შეფასების სქემაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რის გამოც ყველა გამოსაცდელს ამ პუნქტში ექნება შეფასება 1 ქულა''

,,შეფასების სქემაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რის გამოც ყველა გამოსაცდელს ამ პუნქტში ექნება შეფასება 1 ქულა''
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გამოცდაში მონაწილე მასწავლებლობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის 2020 წლის ტესტის 38-ე დავალების მესამე პუნქტის შეფასების სქემაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რის გამოც ყველა გამოსაცდელს ამ პუნქტში ექნება შეფასება 1 ქულა.

ცვლილება დღეს, 21 აგვისტოს, 12:00 საათიდან აისახება სისტემაში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს გამოსაცდელებს ხელახლა გადაამოწმონ შედეგები ვებგვერდზე: online.naec.ge.


წაიკითხეთ სრულად