Baby Bag

მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის შედეგები

მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის შედეგები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ ქართული ენისა და ლიტერატურის (VII-XII კლ.), ისტორიის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის, მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების გამოცდების შედეგებს.

შედეგების გაგება მასწავლებლობის მსურველებს მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეუძლიათ. ამისათვის მათ მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნონ ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 18 აგვისტოდან დაიწყო, სააპელაციო განაცხადების მიღება კი დაიწყება ყველა საგნის გამოცდის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.