Baby Bag

როგორ უნდა ჩააბარონ მათემატიკის პედაგოგებმა გამოცდა 10 კრედიტზე? - ინფორმაცია პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის

როგორ უნდა ჩააბარონ მათემატიკის პედაგოგებმა გამოცდა 10 კრედიტზე? - ინფორმაცია პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის

როგორც ცნობილია, პედაგოგები მაძიებლის სტატუსით გამოცდაზე 2020 წლის ივლისში გავიდნენ. თითქმის 12 000 პედაგოგს კომპეტენციის დასადასტურებლად 10 კრედიტქულა, ანუ გამოცდის საერთო ქულის 60%-ზე მეტი უნდა აეღო. საკმაოდ რთულია გამოცდაზე ასეთი ქულის დაფიქსირება.

პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში გადამზადებულ პედაგოგთა 90%-ზე მეტმა გამოცდაზე უმაღლესი შეფასება - 10 კრედიტი აიღო! ტრენინგ ცენტრი ლიდერობას არავის უთმობს, ცენტრს ყველაზე მეტი წარმატებული, 10-კრედიტიანი აპლიკანტი ჰყავს.

„ტრენინგები ძალიან გვეხმარება გამოცდის სწორად აღქმასა და დაწერაში, რადგან ეს გამოცდა მხოლოდ საგნის ცოდნას არ მოითხოვს, ის დამატებით უნარებსაც ამოწმებს. აქედან გამომდინარე, ცენტრში ისწავლება არა მხოლოდ საგნები, არამედ, გამოცდის დაწერის მეთოდიკა,“ - აცხადებენ ცენტრის წარჩინებული აპლიკანტები.

მასწავლებლებს, რომლებიც გამოცდაზე შემოდგომაზე გადიან, შესაძლებლობა ეძლევათ, გაიარონ ტრენინგები საგამოცდო საკითხებზე მასწავლებლის სახლის ტრენერებთან:

„გამოცდის უმაღლეს დონეზე ჩაბარება დღეს უკვე პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი იწყებს საყოველთაო ტრენინგებს, რომლებსაც ატარებენ მასწავლებლის სახლის ტრენერები. სწორედ ისინი ასწორებენ პედაგოგთა საკვალიფიკაციო გამოცდებს. ტრენერები შეგასწავლიან, როგორ უნდა დაწეროთ გამოცდა, რომ უმაღლესი შეფასება დაიმსახუროთ,“ - აღნიშნავენ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში.

კურსის დასაწყისში მასწავლებლებს ელექტრონული კრებული და ტესტური დავალებები მიეწოდებათ.

რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ მიმართულებებზე:

მათემატიკა I-VI : (მათემატიკა, აკადემიური უნარები)

კურსის ხანგრძლივობაა 30 საათი (1,5 თვე), მეცადინეობები ტარდება კვირაში 2-ჯერ, თითო მეცადინეობის ხანგრძლივობაა 3 საათი. სრული ონლაინ კურსის ღირებულებაა - 150 ლარი.

მათემატიკა VII-XII: (მათემატიკა, უმაღლესი მათემატიკა - კალკულუსი, ანალიზური გეომეტრია, კომპლექსური ცვლადები, წრფივი დაპროგრამების ამოცანა და ა.შ.)

კურსის ხანგრძლივობაა 30 საათი (1,5 თვე), მეცადინეობები ტარდება კვირაში 2-ჯერ, თითო მეცადინეობის ხანგრძლივობაა 3 საათი. სრული ონლაინ კურსის ღირებულებაა - 150 ლარი.

აკადემიური უნარები: (ანალიტიკური წერა, ტექსტის გააზრება)

კურსის ხანგრძლივობაა 18 საათი (1 თვე), მეცადინეობები ტარდება კვირაში 2-ჯერ, თითო მეცადინეობის ხანგრძლივობაა 2 საათი. სრული კურსის ღირებულებაა დასწრებით - 150 ლარი, ონლაინ - 120 ლარი.

პროფესიული უნარები:

კურსის ხანგრძლივობაა 24 საათი (1 თვე), მეცადინეობები ტარდება კვირაში 2-ჯერ, თითო მეცადინეობის ხანგრძლივობაა 3 საათი. სრული კურსის ღირებულებაა დასწრებით - 200 ლარი, ონლაინ - 150 ლარი.

რეგისტრაცია სრულდება 5 სექტემბერს. ტრენინგები დაიწყება 8 სექტემბრიდან.

რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ​ბმულს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის ​ფეისბუქგვერდს ან დარეკეთ ნომერზე 592 47 72 77.

R​.

შეიძლება დაინტერესდეთ

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ინგლისური ენის ტესტის თხზულების გამსწორებელთა კონკურსი

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ინგლისური ენის ტესტის თხზულების გამსწორებელთა კონკურსი

ერთიანი ეროვნული გამოცდების ინგლისური ენის ტესტის თხზულების გამსწორებელთა კონკურსისათვის საბუთების მიღება 24 აპრილიდან დაიწყება და 5 მაისის 18:00 საათზე დასრულდება.

კონკურსში მონაწილე პირს უნდა ჰქონდეს:

  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი (B2 ან C1) ან CELTA სერტიფიკატი;
  • ტესტური დავალებების შექმნაზე მუშაობის გამოცდილება;
  • მინიმუმ ხუთი წლის მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება ზოგად ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

გარდა ამისა, კონკურსანტის ოჯახის წევრი/წევრები არ უნდა აბარებდნენ 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

პირველ ეტაპზე მოხდება კანდიდატების მიერ წარმოდგენილი CV-ების შერჩევა.

მეორე ეტაპზე კონკურსის მონაწილეები დაწერენ მცირე მოცულობის თხზულებას. კანდიდატები გაივლიან სპეციალურ ტრენინგს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, სადაც გაეცნობიან თხზულების შეფასების სქემასა და შეფასების კრიტერიუმებს.

მესამე ეტაპზე მონაწილეები შეაფასებენ იმიტირებულ საგამოცდო თხზულებას.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა CV და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთის დასკანერებული ვერსია უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

ბრძანება N151-19 პ/შ.

წაიკითხეთ სრულად