Baby Bag

​როგორ ჩავრთოთ თიმსის ახალი ფუნქციონალი? - ვიდეოინსტრუქცია მასწავლებლებისთვის

​როგორ ჩავრთოთ თიმსის ახალი ფუნქციონალი? - ვიდეოინსტრუქცია მასწავლებლებისთვის

როგორ ჩავრთოთ თიმსის ახალი ფუნქციონალი, წამოწყებულ ზარზე დავინახოთ 10-ზე მეტი ადამიანი მაქსიმუმ - 49, ჩავრთოთ ერთად ყოფნის რეჟიმი და ა.შ? - ნახეთ ვიდეოინსტრუქცია

ნახეთ ვიდეოინსტრუქცია

განათლების სამინისტროს რეკომენდაციები მასწავლებლებს - ვიდეო
2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგ...

შეიძლება დაინტერესდეთ

განათლების მინისტრად შესაძლოა, მაია მიმინოშვილი დაინიშნოს

განათლების მინისტრად შესაძლოა, მაია მიმინოშვილი დაინიშნოს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად შესაძლოა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის კანდიდატურაც განიხლებოდეს, - ინფორმაციას ​1tv.ge ავრცელებს.

პარლამენტში არსებული ინფორმაციით, მინისტრის თანამდებობაზე განხილული კანდიდატებიდან მაია მიმინოშვილი ერთ-ერთია.

მაია მიმინოშვილის კანდიდატურის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს განათლების კომიტეტის წევრი თემურ ჭკუასელი, თუმცა დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ მისი კანდიდატურა განიხილებოდეს. ამასთან, ჭკუასელი არ გამორიცხავს, რომ სამინისტროს, კულტურის მიმართულება გამოეყოს, რომლის მინისტრადაც ბადრი მაისურაძის კანდიდატურა განიხილება.

„მაია მიმინოშვილი გამოცდილი ადამიანია. შესაძლოა, მისი კანდიდატურა განიხილება, რასაც მივესალმები“, – განაცხადა ჭკუასელმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობიდან დღეს ​გადადგა.

წაიკითხეთ სრულად