Baby Bag

მასწავლებლის სახლის განცხადება გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით

მასწავლებლის სახლის განცხადება გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით

,,მასწავლებლებს, რომლებსაც 27, 28, 29 ოქტომბერს ასახული ჰქონდათ გარე დაკვირვების გავლის პერიოდი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, შეეცვალათ სწავლების ფორმა და გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე, მათი წერილობითი მომართვის საფუძველზე მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი შეუცვლის მათ გარე დაკვირვების პერიოდს,'' - აღნიშნული განცხადება მასწავლებლის სახლმა გამოაქვეყნა. 


Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების​ სანდო წყარო“.

„გაკვეთილის გეგმას ტვირთავთ იმის მიხედვით, როგორი ტიპის გაკვეთილებსაც ატარებთ მოცემულ პერი...
გარე დაკვირვების გაკვეთილის ჩატარების პერიოდი ყველასთან აისახა უკვე და შეგიძლიათ გადაამოწმოთ, - ამის შესახებ მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერი,...

შეიძლება დაინტერესდეთ

„წარმატებული მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ“

„წარმატებული მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ“

„ყველა პედაგოგს ყოველწლიურად გაეზრდება ხელფასი, ხოლო წარმატებული მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ​,“ - აღიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა. 

მისი განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობით, მასწავლებლის ხელფასი შემდეგი კომპონენტისგან შედგება: ჩატარებული საათების რაოდენობა, განათლება, კვალიფიკაცია, გამოცდილება, სტატუსის დანამატი:

„განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, გაზრდილი დაფინანსების პირობებში, სამინისტრო მიიჩნევს, რომ მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკა უნდა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს: მასწავლებლის საბაზო ხელფასი, რომელიც შედგება მასწავლებლის განათლების, კომპეტენციის, სტაჟის და საგაკვეთილო დატვირთვისგან; მიღწევებზე დაფუძნებული კომპონენტი - რა საქმიანობას ეწევა მასწავლებელი საკუთარი მოსწავლეებისა და სკოლის განვითარებისთვის, რა წვლილი შეაქვს მოსწავლის აღზრდასა და პიროვნულ განვითარებაში. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ვალდებულებასა და სამუშაოს, რომლებშიც მასწავლებლები, მათი სტატუსიდან გამომდინარე, ჩაერთვებიან. მასწავლებელი, რომელმაც ერთხელ უკვე დაადასტურა კომპეტენცია და ეწევა წარმატებულ საგაკვეთილო პრაქტიკას, საბაზო დაფინსების მიღმა მიიღებს დამატებით ანაზღაურებას იმ სამუშაოს შესრულებისთვის, რომელიც სკოლის განვითარებაზეა ორიენტირებული და დაფინანსდება სკოლის განვითარების ფონდიდან. მასწავლებლის სახელფასო სქემა დაუკავშირდება სკოლების განვითარების ფონდის სისტემას“, - დასძინა განათლების მინისტრმა.

წაიკითხეთ სრულად