Baby Bag

მიხეილ ბატიაშვილი - პედაგოგების გადამზადების მიმართულებით განათლების სამინისტრო სიახლეებს გეგმავს

მიხეილ ბატიაშვილი - პედაგოგების გადამზადების მიმართულებით განათლების სამინისტრო სიახლეებს გეგმავს

პედაგოგების გადამზადების მიმართულებით განათლების სამინისტრო სიახლეებს გეგმავს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, შეიქმნება მასწავლებლების გადამზადების ახალი მოდელი, რომელიც დაფუძნებული იქნება თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში საპილოტე რეჟიმში განხორციელებული სწავლების ახალი მეთოდის შედეგების გათვალისწინებით.

„ეს საპილოტე პროექტი, რომელიც თითქმის დასრულებულია, გაზაფხულიდან კიდევ 50 სკოლაში შევა და ეტაპობრივად უკვე ყველა სკოლაში გავრცელება. პედაგოგების გადამზადება სწორედ ახალ მეთოდზე იქნება მორგებული. შესაბამისად ამას სჭირდება გარკვეული განახლებები. ეს უნდა იყოს ორი მიდგომით, ერთი, პროგრამების განახლებით ცვლილებები იმ კუთხით, რომელიც უნდა იყოს აზროვნებითი უნარების განვითარებაზე მიმართული და ამის პარალელურად, იქნება პედაგოგების ახალი კადრების, ახალგაზრდების ამ სისტემაში შემოყვანა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი.

განათლების მინისტრის თქმით, ამავე მიმართულებით სამინისტრო მუშაობს მეტი ფინანსების მოძიებაზე, იმისათვის, რომ ახალი პროგრამით დააინტერესონ ახალგაზრდა პედაგოგები და პარალელურად ხელი შეუწყონ ახალ მოდელზე გადასვლის პროცესში ამ დროისთვის სკოლებში მყოფ პედაგოგებს.

„პედაგოგების კუთხით თუ იგივე მიდგომები არ შევცვალეთ, ძალიან რთულია სისტემის ცვლილებაზე საუბარი. ამიტომ. ეს უნდა მოხდეს პარალელურად, უნდა შეიცვალოს მიდგომები, უნდა მოხდეს თანამედროვე მოთხოვნების შემოტანა ამ სისტემაში. ჩვენი მთავარი საზრუნავი ეს არის ბავშვი, ეს არის მაღალი ხარისხის განათლება, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

წყარო: 1tv.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ მასწავლებელთა გამოცდებზე გადიხართ, ტესტებს გადახედეთ

თუ მასწავლებელთა გამოცდებზე გადიხართ, ტესტებს გადახედეთ
გთავაზობთ 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გამოყენებულ ტესტებს, სწორ პასუხებსა და შეფასების სქემებს.

თუ მასწავლებელთა გამოცდებზე გადიხართ, შეგიძლიათ ამ  ტესტებს გადახედოთ:

ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV) - შეფასების სქემა და სწორი პასუხები
მათემატიკა (I-VI) - შეფასების სქემა და სწორი პასუხები
ბუნებისმეტყველება (I-VI) - შეფასების სქემა და სწორი პასუხები
ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII) - შეფასების სქემა და სწორი პასუხები
ისტორია - შეფასების სქემა
ტოპოგრაფიული რუკა
გეოგრაფია - შეფასების სქემა და სწორი პასუხები
სამოქალაქო განათლება - შეფასების სქემა და სწორი პასუხები
ფიზიკა - შეფასების სქემა და სწორი პასუხები
მათემატიკა (VII-XII) - შეფასების სქემა და სწორი პასუხები
ქიმია - შეფასების სქემა და სწორი პასუხები
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - შეფასების სქემა და სწორი პასუხები
ფიზიკური აღზრდა და სპორტი - შეფასების სქემა და სწორი პასუხები



წაიკითხეთ სრულად