Baby Bag

შეიქმნება თუ არა მასწავლებლების სკოლიდან გაშვების მექანიზმი - განათლების მინისტრის პასუხი

შეიქმნება თუ არა მასწავლებლების სკოლიდან გაშვების მექანიზმი - განათლების მინისტრის პასუხი

შეიქმნება თუ არა, იმ მასწავლებლების სკოლიდან გაშვების მექანიზმი, რომლებიც ვერ, ან არ აბარებენ საკუთარი საგნის გამოცდას - აღნიშნულ თემაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პირველი არხის ეთერში ისაუბრა. მინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე განათლების სამინისტრო მასწავლებლების სკოლიდან გაშვებას არ გეგმავს, თუმცა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს კონკრეტული შედეგებიდან გამომდინარე მიიღებს.

პედაგოგების გადამზადების მიმართულებით განათლების სამინისტრო სიახლეებს ​გეგმავსამ რეფორმის ფარგლებში პედაგოგების მაქსიმალური ჩართულობა უნდა გვქონდეს. ამიტომ, პირველი რიგის ამოცანა ჩვენთვის არის, რომ ყველა პედაგოგს მაქსიმალურად დავეხმაროთ, საშუალება გავუჩინოთ იგივე მატერიალური კუთხით, რომ მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეს. თუმცა ამის პარალელურად, ჩვენ ვიზრუნებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა, ახალი პედაგოგი გაჩნდეს, რომელიც შესაბამისი პირობებით იქნება უზრუნველყოფილი“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

წყარო: 1tv.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

დღეს გახდება ცნობილი, როდის და როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები

დღეს გახდება ცნობილი, როდის და როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების თარიღებისა და წესის განსაზღვრის შესახებ დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრესკონფერენცია გაიმართება.

პრესკონფერენციას გაუძღვებიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და მეცნიერების დარგში ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.

პრესკონფერენცია, რომელზეც ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების დეტალები გახდება ცნობილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში 14:00 საათზე დაიწყება.

წაიკითხეთ სრულად