განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე 13 მასწავლებელს სტატუსი აუმაღლდა.
მინისტრის ბრძანების მიხედვით, 11 პედაგოგს მენტორის სტატუსის მიენიჭა, ხოლო 2 პედაგოგს - წამყვანის სტატუსი.
მენტორი მასწავლებლის სტატუსის მიენიჭათ:
1. ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელს - თემურ სუყაშვილს
2. აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლის მასწავლებელს - თინათინ ბუთხუზს
3. ქალაქ სამტრედიის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელს - ირმა ვაშაკიძეს
4. შპს N1 სკოლის მასწავლებელს - ივანე გოქაძეს
5. ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელს - ნადია დაბრუნდაშვილს
6. ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის მასწავლებელს - მარინე ვართუმაშვილს
7. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლის მასწავლებელს - გვანცა აქიმიძეს
8. რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის მასწავლებელს - მარინე ფორჩხიძეს
9. ქალაქ გორის N11 საჯარო სკოლის მასწავლებელს - ირმა კურტანიძეს
10. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის მასწავლებელს - ანნა შატაკიშვილს
11. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელს - ლალი დალაქიშვილს
წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ:
1. შპს ქორალის მასწავლებელს - ნათია ფურცელაძეს
2. გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მასწავლებელს - იამზე ფანცულაიას.
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
რა იგულისხმება განმეორებით სტატუსის ამაღლების შესაძლებლობაში
რა იგულისხმება განმეორებით სტატუსის ამაღლების შესაძლებლობაში? - აღნიშნულ კითხვას მასწავლებლის პროფესიული გამვითარების ეროვნულ ცენტრში უპასუხეს.
მათი განმარტებით, მხოლოდ იმ მასწავლებლებს ექნებათ განმეორებით გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა, რომელიც 2019 წლის ზაფხულში დარეგისტრირდება საგნობრივ და პროფესიული უნარების გამოცდებზე და ვერ დაძლევს მინიმალურ საგნობივ და პროფესიულ კომპეტენციას, ან მოისურვებს 2019 წლის ზაფხულში მიღებული შედეგების გაუმჯობესებას.