განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე 13 მასწავლებელს სტატუსი აუმაღლდა.
მინისტრის ბრძანების მიხედვით, 11 პედაგოგს მენტორის სტატუსის მიენიჭა, ხოლო 2 პედაგოგს - წამყვანის სტატუსი.
მენტორი მასწავლებლის სტატუსის მიენიჭათ:
1. ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელს - თემურ სუყაშვილს
2. აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლის მასწავლებელს - თინათინ ბუთხუზს
3. ქალაქ სამტრედიის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელს - ირმა ვაშაკიძეს
4. შპს N1 სკოლის მასწავლებელს - ივანე გოქაძეს
5. ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელს - ნადია დაბრუნდაშვილს
6. ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის მასწავლებელს - მარინე ვართუმაშვილს
7. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლის მასწავლებელს - გვანცა აქიმიძეს
8. რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის მასწავლებელს - მარინე ფორჩხიძეს
9. ქალაქ გორის N11 საჯარო სკოლის მასწავლებელს - ირმა კურტანიძეს
10. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის მასწავლებელს - ანნა შატაკიშვილს
11. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელს - ლალი დალაქიშვილს
წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ:
1. შპს ქორალის მასწავლებელს - ნათია ფურცელაძეს
2. გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მასწავლებელს - იამზე ფანცულაიას.
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
„კვალიფიციური პედაგოგი ხარისხიანი და ღირსეული ანაზღაურებით არის ერთადერთი შესაძლებლობა, ჩვენ რამდენიმე წლის შემდგომ პირველი შედეგები მივიღოთ საშუალო განათლების რეფორმის ნაწილში“
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება დაუთმო განათლებისა და ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობის კომპონენტს.
მისივე თქმით განათლების რეფორმა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანური კაპიტალის მართვის თვალსაზრისით:
„როდესაც ჩვენ განათლებასაც ვეხებით და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ყველა იმ ადამიანს, ვისაც შეუძლია, საკუთარი შრომით ღირსეულად არჩინოს ოჯახი და განვითარდეს, სახელმწიფომ უნდა შეუქმნას თანაბარი კონკურენტული პირობები და ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ვალდებულება. ეს ვალდებულება რა თქმა უნდა, იწყება განათლების უფლებით, ამიტომ განათლების რეფორმა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანური კაპიტალის მართვის თვალსაზრისით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, ადამიანური კაპიტალის სწორი მართვა არის ერთადერთი შესაძლებლობა, დღეს, გლობალური კონკურენციის პირობებში, მომავალი თაობა აღვჭურვოთ ისეთი ცოდნით, რომლითაც ისინი შეძლებენ, კონკურენცია გაუწიონ ადამიანებს საერთაშორისო, გლობალურ ბაზრებზე და იყვნენ წარმატებულები.
მისივე შეფასებით, ეს არის განათლების რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომლის ძირითადი ფუნდამენტი საშუალო განათლებაა, ხოლო საშუალო განათლების ცენტრალური ნაწილი პედაგოგები არიან.
„კვალიფიციური პედაგოგი ხარისხიანი და ღირსეული ანაზღაურებით არის ერთადერთი შესაძლებლობა, ჩვენ რამდენიმე წლის შემდგომ პირველი შედეგები მივიღოთ საშუალო განათლების რეფორმის ნაწილში. რაც შეეხება პროფესიული განათლების ნაწილს, აქ ჩვენ შეგვიძლია უფრო სწრაფ შედეგებზე ავიღოთ ორიენტირი, რამეთუ უფრო სწრაფად შეიძლება იქ ინვესტირებული რესურსის შედეგის დანახვა. აქ ძირითადი ამოცანაა შრომის ბაზრის მოთხოვნის და პროფესიული განათლების სისტემის მიერ გამოშვებული კადრების ერთმანეთთან თანხვედრა და ამ კუთხით მიღწეულია სერიოზული პროგრესი. უმაღლესი განათლების ნაწილში მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი უმაღლესი განათლება პირდაპირ იყოს დაერთებული საერთაშორისო და პირველ რიგში ევროპული უმაღლესი განათლების სისტემას. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც, კერძო ინვესტიციების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უმაღლესი განათლების ნაწილში მაქსიმალურად მოვიზიდოთ კერძო ინვესტიციები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.