განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე 13 მასწავლებელს სტატუსი აუმაღლდა.
მინისტრის ბრძანების მიხედვით, 11 პედაგოგს მენტორის სტატუსის მიენიჭა, ხოლო 2 პედაგოგს - წამყვანის სტატუსი.
მენტორი მასწავლებლის სტატუსის მიენიჭათ:
1. ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელს - თემურ სუყაშვილს
2. აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლის მასწავლებელს - თინათინ ბუთხუზს
3. ქალაქ სამტრედიის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელს - ირმა ვაშაკიძეს
4. შპს N1 სკოლის მასწავლებელს - ივანე გოქაძეს
5. ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელს - ნადია დაბრუნდაშვილს
6. ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის მასწავლებელს - მარინე ვართუმაშვილს
7. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლის მასწავლებელს - გვანცა აქიმიძეს
8. რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის მასწავლებელს - მარინე ფორჩხიძეს
9. ქალაქ გორის N11 საჯარო სკოლის მასწავლებელს - ირმა კურტანიძეს
10. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის მასწავლებელს - ანნა შატაკიშვილს
11. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელს - ლალი დალაქიშვილს
წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ:
1. შპს ქორალის მასწავლებელს - ნათია ფურცელაძეს
2. გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მასწავლებელს - იამზე ფანცულაიას.
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
ფიქრია ჩაბაიძე - გმირი მასწავლებელი, რომელმაც ზღვის დონიდან 2040 მეტრზე მდებარე სოფელ ყანობის სკოლა გადაარჩინა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობის სკოლის გმირ მასწავლებელზე საინტერესო ვიდეოს აქვეყნებს.
ფიქრია ჩაბაიძემ თბილისში მიიღო განათლება, მაგრამ არ დარჩა ქალაქში. მთაში შექმნა ოჯახი, ჰყავს ოთხი პატარა შვილი და თავის საყვარელ სოფელში დახურვის პირას მყოფი სკოლა გადაარჩინა. ფიქრია თავდადებული პედაგოგია. თავისი ოჯახის კუთვნილი ავტომანქანით ჩამოჰყავს ბავშვები რაიონულ ცენტრში ექსკურსიაზე, მუზეუმებში, თუ გასართობად და ასე უწყობს თავისი პატარა სკოლის მოსწავლეებს მცირე დღესასწაულებს.
„მთაში ნაკლები შიში გაქვს, ხარ უფრო უსაფრთხოდ, აქ ნაკლები ბოროტებაა, ბავშვები უფრო მეგობრობენ ერთმანეთთან, მთაში გაქვს იმედი ადამიანების“ - ამბობს ფიქრია ჩაბაიძე.