მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერი, ქრისტინე ინგოროყვა გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ესაა ის ცვლილებები, რომლებიც სქემაში შევიდა უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებთან დაკავშირებით.
მხოლოდ გარე დაკვირვებით სტატუსს შეიცვლიან ის მასწავლებლები, რომლებიც უკვე დარეგისტრირებულები არიან გარე დაკვირვებაზე.
ახალი სქემის მიხედვით, სხვა უფროსს მასწავლებლებს წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად დასჭირდებათ კომპლექსური შეფასების გავლა.
ის მასწავლებლები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გარე დაკვირვებას, სტატუსს შეიცვლიან 2021 წლის იანვრისთვის (ეს ადრეც ეწერა).
ის მასწავლებლები, რომლებიც მეორე სემესტრში გადაიტანენ გარე დაკვირვებას, სტატუსს შეიცვლიან 2021 წლის 30 სექტემბრამდე,“ - წერს ქრისტინე ინგოროყვა.
მასწავლებლის სახლი „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, კიდევ ერთ პოზიციაზე აცხადებს ვაკანსიას
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის - „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გეგმავს შემდეგი პოზიციისთვის კანდიდატთა შერჩევას:
ლიდერობის განვითარებისექსპერტი; დაინტერსებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნული პოზიციისთვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, შეუძლიათ გაგზავნონ CV ელ-ფოსტაზე: [email protected] არა უგვიანეს 2019 წლის 2 ივლისის ჩათვლით.